გლდანის რაიონის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ამჯერად, ფარსმან II ქველის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორი ფენა საფარი მოეწყობა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 425 050 ლარამდე დაიხარჯება.
მათივე ცნობით, აქამდე აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით სარგებლობდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემდეგ კი, მათ ეს პრობლემა მოუგვარდებათ.