თბილისში ზალდასტანიშვილების ქუჩაზე მდებარე სკვერს რეაბილიტაცია უტარდება

484

საბურთალოს რაიონში, ზალდასტანიშვილების ქუჩის N4 -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც საბურთალოს გამგეობაში აცხადებენ, სკვერში სრულად განახლდება ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საბავშვო მოედანი სხვადასხვა ტიპის ატრაქციონით, დამონტაჟდება ლედ განათების სისტემა, გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები. ამასთან, სკვერში ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და განთავსდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

სამუშაოები გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც 308 294 ლარი გამოიყო.