ვაკის რაიონის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს. სპორტის პოპულარიზაციის მიზნით, გამგეობის ინიციატივით, წყნეთში, ამილახვარის N23-ში არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო.
გამგეობის ინფორმაციით, პროექტის თანახმად, თანამედროვე სტანდარტების ფეხბურთის მოედანი 1000-მდე კვ. მეტრის ფართობზე განთავსდება, გარშემო მოეწყობა გულშემატკივართა ტრიბუნა, დამონტაჟდება განათება.
“წყნეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტული მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 281 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს, ვაკის გამგეობის დაკვეთით, შპს „ქუალითი“ აწარმოებს”, – განმარტავენ გამგეობაში.