ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, პეკინის გამზირის N9-სა და N15-ში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. როგორც საბურთალოს რაიონის გამგეობაში განმარტავენ, პროექტი ძველი მილებისა და ჭების სრულად შეცვლას ითვალისწინებს.
“აღნიშნული პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდა ადგილობრივ მცხოვრებლებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა 163 ოჯახს მოუგვარდება.
პროექტები საბურთალოს გამგეობის 100%-იანი დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც გამოყოფილია 110 620 ლარი”, – ამბობენ გამგეობაში.