გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტომ ხელშეკრულება გააფორმა შპს “ავერსი-ფარმასთან“, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სახის ფარმაცევტულ პროდუქტს შეიძენს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს შეუძლოთ ყოფნის შემთხვევაში ექნებათ საშუალება მოითხოვონ მათთვის საჭირო მედიკამენტი, როგორიცაა წნევის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი და სხვა”, – ამბობენ სააგენტოში.
ხელშეკრულების მიხედვით, სააგენტომ 13 დასახელების მედიკამენტსა და სამედიცინო დახმარების პროდუქტში 513 ლარს გადაიხდის.