ახალციხის ტბაზე გარეგანათება არ მუშაობს, ტბის ჩაბნელებულ სავალ ნაწილზე მოსახლეობას სიარული უჭირს, ა(ა)იპ „ახალციხის წყალმომარაგება და წყალანირებაში“ აცხადებენ, რომ ხელოვნურ ტბასთან სადენები იცვლება, სამუშაოები კი ზამთრის გამო გაჭიანურდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„განათება დაზიანებული იყო, ამიტომ გადაწყდა მთლიანი ხაზის შეცვლა. კომპანიამ ზამთრის გამო ვერ მოასწრო დასრულება. ამ ეტაპზეც მიმდინარეობს სამუშაოები და დაახლოებით სამ დღეში ჩავრთავთ“, -ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“, ააიპ „ახალციხის წყალმომარაგება და წყალანირების“, ხელმძღვანელი გაგა ღავთაძე.
ახალქალაქის გზატკეცილზე მდებარე ხელოვნურ ტბასთან მოსახლეობა ყოველ საღამოს სეირნობს, აქ მოწყობილია სარბენი და ველობილიკი.