წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმის "მედეას" გასასხვისებლად გამოცხადებული აუქციონი შეწყდა. აუქციონის ვებგვერდზე მითითებულია, რომ ობიექტის გასხვისება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე მოხდა.
"წყალტუბოში, სანატორიუმ „მედეას“ პრივატიზების მიზნით გამოცხადებული აუქციონის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ აუქციონის პირობების დაზუსტების, კერძოდ, საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, სააგენტომ გამოიყენა კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლება და 7 აპრილს შეწყვიტა ელექტრონული აუქციონი. კურორტ წყალტუბოში მდებარე სხვა...
სოციალურ პროგრამებზე 2022 წლისთვის 1 050 000 ლარი დაიხარჯება, - ამის შესახებ, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე აცხადებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა საკრებულოს მიერ დამტკიცებულ 34 პუნქტს ითვალისწინებს.
“ამაში შედის გამოკვლევების, ოპერაციის შემდეგ მედიკამენტების დაფინანსება. სოციალურ პაკეტში გათვლილია ასევე დევნილების დახმარება. აღნიშნული სოციალური პროგრამების ფარგლებში ფინანსდება კასპში მოქმედი 80 ბენეფიციარზე გათვლილი უფასო სასადილო. ამ ეტაპისთვის, 4 თვეში...
გორის მუნიციპალიტეტის მერს ახალი მრჩეველი ჰყავს, რომელიც უწყებაში კულტურის სპორტის და ახალგაზრდული საკითხების მიმართულებით იმუშავებს.
“მაყაშვილი კულტურის მეცნიერებათა სპეციალისტია. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2014 წლიდან იყო არაერთი პოპულარული ქართველი მუსიკოსის მენეჯერი, 2015 წლიდან სპორტული კარიერის დასრულებამდე კი ლადო ხინჩეგაშვილის სპორტული მენეჯერი”, – აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.მრ
„ხე-მცენარეების მოჭრაზე, საექსპერტო დასკვნებთან დაკავშირებით, სრული კატასტროფა ხდება. ამ მიმართულებით, კანონმდებლობა გამკაცრდება“, - განაცხადა თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კახა კალაძის თქმით, თუ ექსპერტი არასწორ დასკვნას წარადგენს, იგი დაჯარიმდება, ხოლო განმეორებით, არასწორი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში, მას სრულად შეუჩერდება საქმიანობა და მისი გაგრძელების ყველანაირი შესაძლებლობა ჩამოერთმევა.
„ის ვერასდროს ვერ დაუბრუნდება ამ საქმიანობას. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც ჯანსაღ ხე-მცენარეებზე იწერება საექსპერტო დასკვნები, რომ თითქოს, ეს ხე-მცენარეები მოსაჭრელია და ცუდ...
პირველი ივლისიდან საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პირველი ივნისიდან შესაბამის მისამართებზე განთავსდება სპეციალური საინფორმაციო ჯიხურები, იმისთვის, რომ მოსახლეობამ რეგისტრაცია შეუფერხებლად გაიაროს.
„საბურთალოს რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირება დაწესდება კოსტავას ქუჩის ნაწილზე, ჟიული შარტავას, გიორგი სააკაძის დაღმართსა და სხვა მიმდებარე ქუჩების დიდ ნაწილზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალური და ელექტრომობილებისთვის დასამუხტი ადგილები გამოიყოფა. რაც შეეხება...
თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, რეკრეაციულ სივრცეებში ხე-მცენარეების უკანონო მოჭრის და დაზიანების შემთხვევაში კანონმდებლობის გამკაცრება იგეგმება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განმარტა, უკანონო ჭრებისთვის - ჯარიმა 500 ლარიდან 5000 ლარამდე, განმეორებით შემთხვევაში კი 1000 ლარიდან 10 000 ლარამდე გაიზრდება.
მისივე ინფორმაციით, აიკრძალება მშენებლობის დაწყება იმ ადგილზე, სადაც განხორციელდა მწვანე ნარგავის უკანონო ჭრა, ასევე მშენებლობის პროცესში ნებისმიერი მექანიკური დაზიანებისას პასუხისმგებლობა დაეკისრება ნებართვის მფლობელს....
თბილისის მერია, ივნისიდან, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მელიქიშვილის გამზირი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პერიოდში მთლიანად ჩაიკეტება, ხოლო საზოგადოებას მომდევნო დღეების განმავლობაში მიეწოდება ინფორმაცია ტრანსპორტის გადაადგილების სქემის შესახებ.
„ივნისის დასაწყისში გვინდა დავიწყოთ მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია, სადაც უმძიმეს მდგომარეობაშია მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. გზის საფარსაც ეტყობა ეს უკვე, თუ როგორ არის...
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 18 მაისს, 00:00 საათიდან პირველი რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 26 მაისის ჩათვლით იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რესპუბლიკის მოედანზე შემხვევ სატრანსპორტო საშუალებებს რუსთაველის გამზირისკენ მოძრაობისას გადაადგილება მხოლოდ მ. ჯავახიშვილის ქუჩიდან მ. კოსტავას ქუჩის გავლით შეეზღუდებათ, ხოლო რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება უცვლელი დარჩება. სატრანსპორტო საშუალებებისთვის...
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 20 ივნისიდან დაიწყება. დადგენილების მიხედვით, პირველ ეტაპზე იმ აღსაზრდელთა რეგისტრაცია მოხდება, რომელთა დედმამიშვილიც უკვე დადის საბავშვო ბაღში. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
რეგისტრაციის პირველი ეტაპი 20 ივნისიდან დაიწყება და 24 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
მეორე ეტაპზე, რეგისტრაციას გაივლიან ყველა სხვა დანარჩენი კატეგორიის ბავშვები, რეგისტრაცია კი, 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
“საჭიროებიდან გამომდინარე, ან ვაკანტური ადგილების დარჩენის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია,...
ტენდერებიდან მიღებული ეკონომიებისა და შემოსულობების ზრდის ხარჯზე ხელვაჩაურის ბიუჯეტი გაიზარდა და ჯამში 29 მილიონს აჭარბებს. გაზრდილი თანხები ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე გადანაწილდა. ასევე, დამატებითი რესურსები გაჩნდა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სხვადასხვა სოფლებში. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
უმრავლესობის მხარდაჭერა ახალი აიპის შექმნის ინიციატივასაც ჰქონდა. კერძოდ შეიქმნა ახალი სამსახური „მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა კეთილმოწყობის სამმართველო.“ დღესვე დეპუტატებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში მოისმინეს.
სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიციის ნაწილი....
ოთხი ავარიული სახლის დემონტაჟისა და ახალი კორპუსების მშენებლობისთვის ბათუმის მერიამ ორი ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
სატენდერო პირობების მიხედვით გიორგი კვინიტაძის ქუჩის N1, N3 და N11-ში, ასევე, გრიშაშვილის N9-ში ავარიული სახლების დემონტაჟი და ახალი სახლების მშენებლობა 2023 წელს უნდა დასრულდეს. სამშენებლო სამუშაოები კი გამარჯვებულმა კომპანიამ მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა დაიწყოს.
საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში ოთხივე კორპუსის მშენებლობისთვის, დაახლოებით, 14...
საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში, თეიმურაზ პირველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი და ჯამში, 8 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს.
„დიდ დიღომში კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება. მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული გზა მირიან მეფისა და თავდადებულის ქუჩებს აკავშირებს. აქ გზა ფაქტობრივად არ არსებობდა. წვიმაში...
საგარეჯოს მუნციიპალიტეტის სოფელ ნინოწმინდასა და სოფელ წყაროსთავის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
"ნინოწმინდასა და წყაროსთავში არსებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა განახლებას საჭიროებს. შესაბამისად, პროექტირების დასრულების შემდეგ დაიწყება სისტემები მშენებლობა.
პროექტის ფარგლებში, არსებულ ჭაბურღილებსა და რეზერვუარებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. დამატებით მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი, ჭაბურღილი, რეზერვუარი, სატუმბო სადგური და მაგისტრალური მილი", - განმარტავენ მერიაში.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ კოდას საკურორტო ზონის ტურისტული განვითარებისა და ბიზნესის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
"პროექტის სტრატეგიული მიზანია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ტურისტული შეთავაზების გაუმჯობესება და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა და ამის საფუძველზე ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირება. კონკრეტული მიზანია, კოდას ტურისტული ხელმისაწვდომობის გაზრდა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობით.
პროექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული ღირებულება 1 223 671 ლარია, რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში...
"ისრაელის სახლის" ორგანიზებით, ახმეტის მუნიციპალიტეტსა და ისრაელის ქალაქ რიშონ ლეციონმა მეგობრობის შესახებ მემორანდუმ გააფორმეს.
მემორანდუმს ხელი ახმეტის კულტურის სახლში, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა და რიშონ ლეციონის მერმა რაზ კინსტლიჩმა მოაწერეს.
"თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანს ერთობლივი ეკონომიკური, კულტურული და სოციალური ურთიერთობების დამყარება, განათლების დონის ამაღლება და სხვადასხვა სფეროებში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს", - განმარტავენ მერიაში.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
"ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა, ამ მიმართულებით სოფელ ზედა საზანოში 100-მდე აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის უკვე მოეწყო სათამაშო, სასადილო, სამზარეულო და საძინებელი ოთახები, პარალელურად გრძელდება გარე ფასადის კეთილმოწყობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილ პროექტებს შორის , მნიშვნელოვანია ქალაქ თერჯოლის #3 ბაღის სამშენებლო- სარეაბილიტაციო...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































