კასპის მერი: სოციალურ პროგრამებზე 1 050 000 ლარი იხარჯება

415

სოციალურ პროგრამებზე 2022 წლისთვის 1 050 000 ლარი დაიხარჯება, – ამის შესახებ, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე აცხადებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა საკრებულოს მიერ დამტკიცებულ 34 პუნქტს ითვალისწინებს.

“ამაში შედის გამოკვლევების, ოპერაციის შემდეგ მედიკამენტების დაფინანსება. სოციალურ პაკეტში გათვლილია ასევე დევნილების დახმარება. აღნიშნული სოციალური პროგრამების ფარგლებში ფინანსდება კასპში მოქმედი 80 ბენეფიციარზე გათვლილი უფასო სასადილო. ამ ეტაპისთვის, 4 თვეში 1 200 ბენეფიციარზე მეტმა მიიღო დახმარება ამ პროგრამების ფარგლებში”, – განმარტავს მაისურაძე.

მისივე თქმით, იანვარი-აპრილის თვეებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებზე უკვე ნახევარ მილიონ ლარზე მეტია დახარჯული.