გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 20 ივნისიდან დაიწყება 

561

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 20 ივნისიდან დაიწყება. დადგენილების მიხედვით, პირველ ეტაპზე იმ აღსაზრდელთა რეგისტრაცია მოხდება, რომელთა დედმამიშვილიც უკვე დადის საბავშვო ბაღში. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

რეგისტრაციის პირველი ეტაპი 20 ივნისიდან დაიწყება და 24 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

მეორე ეტაპზე, რეგისტრაციას გაივლიან ყველა სხვა დანარჩენი კატეგორიის ბავშვები, რეგისტრაცია  კი, 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

“საჭიროებიდან გამომდინარე, ან ვაკანტური ადგილების დარჩენის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, გააგრძელოს რეგისტრაციის პროცესი ამ დებულებით განსაზღვრულ ოდენობამდე“, – წერია საკრებულოს დადგენილებაში.