“ისრაელის სახლის” ორგანიზებით, ახმეტის მუნიციპალიტეტსა და ისრაელის ქალაქ რიშონ ლეციონმა მეგობრობის შესახებ მემორანდუმ გააფორმეს.
მემორანდუმს ხელი ახმეტის კულტურის სახლში, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა და რიშონ ლეციონის მერმა რაზ კინსტლიჩმა მოაწერეს.
“თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანს ერთობლივი ეკონომიკური, კულტურული და სოციალური ურთიერთობების დამყარება, განათლების დონის ამაღლება და სხვადასხვა სფეროებში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს”, – განმარტავენ მერიაში.