საგარეჯოს მუნციიპალიტეტის სოფელ ნინოწმინდასა და სოფელ წყაროსთავის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
“ნინოწმინდასა და წყაროსთავში არსებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა განახლებას საჭიროებს. შესაბამისად, პროექტირების დასრულების შემდეგ დაიწყება სისტემები მშენებლობა.
პროექტის ფარგლებში, არსებულ ჭაბურღილებსა და რეზერვუარებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. დამატებით მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი, ჭაბურღილი, რეზერვუარი, სატუმბო სადგური და მაგისტრალური მილი”, – განმარტავენ მერიაში.