წინა სტატია ავტორი: ეკატერინე ბასილაია ბესიკ ტაბიძე "ქართული ოცნებიდან" ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს 2021 წლის დეკემბრიდან მეორე ვადით იკავებს. პირველად ის ამ პოსტზე 2017 წლის ბოლოს აირჩიეს. ლანჩხუთის საკრებულოში კი 2014 წლიდანაა, ჯერ საკრებულოში ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე იყო, შემდეგ - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. ტაბატაძეს ქონებრივი დეკლარაცია 11-ჯერ აქვს შევსებული, მათ შორის, პირველი - 2008 წელს, ჯერჯერობით, ბოლო კი - 2021 წლის...
მარნეულში, დევნილთა დასახლებაში, იაღლუჯის ქუჩაზე საბავშვო ბაღს აშენებენ. 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის, დაახლოებით, 256 000 ევრო იხარჯება. სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც მიმდინარე წლის 1 აგვისტოს უნდა დასრულდეს, შპს „არტსტილი“ აწარმოებს. სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობასაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტს გერმანიის...
შემდეგი სტატია ავტორი: ეკატერინე ბასილაია ალექსანდრე სარიშვილი "ქართული ოცნებიდან" ლანჩხუთის მერის თანამდებობას უკვე მეორედ იკავებს, პირველად ის 2017 წელს აირჩიეს, მეორედ - 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე. ის საჯარო სამსახურში 2014 წლიდანაა და შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაციაც ყოველ წელს, ჯამში 8-ჯერ, აქვს შევსებული. პირველი დეკლარაციის შევსებისას სარიშვილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო. ბოლო დეკლარაცია სარიშვილს 2021 წლის სექტემბერში აქვს შევსებული, როცა ის...
წინა სტატია მიმდინარე წელს ქალაქ სიღნაღში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ისტორიული ციხე-გალავნის რეაბილიტაცია დაიწყება. აღნიშნულ საკითხზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საპროექტო დოკუმენტაციის ტექნიკური მხარე განიხილეს. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მუშავდება საპროექტო დოკუმენტაციის ტექნიკური ნაწილი, რომელიც ციხე-გალავნის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო კვლევებს, პროექტირებასა და შესაბამის მომზადებას გულისხმობს. ქალაქ სიღნაღის...
ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, გამოცდებზე წელს არ იქნება პირბადის ტარების აუცილებლობა. ამასთან, მინისტრის მოადგილის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს კოვიდი დადასტურდება, მათთვის დამატებითი სესია დაინიშნება და ისინი საგამოცდო პროცესს არ ჩამოშორდებიან. როგორც ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველები გამოცდის...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, არწივის ხეობაში დამატებითი ეკოტურისტული სივრცე შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და გადასასვლელი ხიდებით მოეწყო. „1 კილომეტრამდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკი კანიონის სიღრმეს მიუყვება, საიდანაც რამდენიმე ჩანჩქერის მონახულებაა შესაძლებელი. არწივის კანიონის ახალ საფეხმავლო ბილიკზე, სუბტროპიკულ გარემოში მოგზაურობა ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით შთამბეჭდავია. არწივის კანიონი ულამაზესი ლანდშაფტებით გამორჩეული...
გორის მერია პროექტს “იდეა აქციე საქმედ“ იწყებს. გორის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ბენეფიციარები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემიდან 14-დან 22 წლამდე ახალგაზრდები არიან. "„იდეა აქციე საქმედ“ - ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში საზოგადოება „ბილიკი“ ახორციელებს. პროექტის ბენეფიციარები არიან 14-დან 22 წლამდე ახალგაზრდები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემიდან. პროექტი მოიცავს იდეების კონკურსს და ტრენინგებს გუნდურ მუშაობაზე, პროექტების მართვასა და...
მთავრობამ „ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი მოიწონა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტი შიდა ქართლში, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტში, ტანასა და თეძამის ხეობებში, ტანას აღკვეთილისა და თეძამის დაცული ლანდშაფტის დაარსებას ითვალისწინებს. "ტანასა და თეძამის ხეობები გამოირჩევა "წითელ ნუსხაში" შეტანილი ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნებით. დაცულ ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი იქნება უნიკალური ეკოსისტემების დაცვა, ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნება...
წინა სტატია წალენჯიხაში მერის მოადგილის თანამდებობაზე ივანე ბურდული დაინიშნა. ცნობილია, რომ ის მერიაში იურიდიულ საკითხებს ხელმძღვანელობდა და ხელშეკრულებით იყო აყვანილი. ივანე ბურდული მანამდე ცესკო-ს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე, ლაშა ზარქუა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხილვის 1 დღით დაგვიანებისთვის, თანამდებობიდან გადადგა.
თელავში ქუჩების დამისამართება, სტანდარტიზაცია და საინფორმაციო დაფების განთავსება დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ახალი გადამისამართების მიხედვით დაგეგმილია ქალაქ თელავის 200-ზე მეტი ქუჩისა და ჩიხის ძველი სამისამართე ფირნიშების ახლით ჩანაცვლება. "დაგეგმილია თელავში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე კერამიკული საინფორმაციო დაფების განთავსება, ქალაქის 15 ლოკაციაზე სანავიგაციო მანიშნებლების მოწყობა, ხოლო 5 ლოკაციაზე საინფორმაციო ლაითბოქსების განთავსება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "len & kompani" ასრულებს. პროექტის სტრატეგიული...
ზუგდიდის მერიას განმუხურში მდებარე აკვაპარკის იჯარის სახით ათი წლით გაცემა სურს. შესაბამისი განცხადება მერიის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მოიჯარემ ქონების გადაცემიდან ორი წლის განმავლობაში აკვაპარკის რეაბილიტაციაზე 2 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს, რაც მას ათწლიანი იჯარის ქირაში ჩაეთვლება. ამასთან, მოიჯარემ აკვაპარკში 30 ადგილობრივი უნდა დაასაქმოს და სოციალური პროგრამები განახორციელოს, 2022 წლის პირველი ივლისიდან კი, ყოველწლიურად აკვაპარკის ფუნქციონირება უნდა უზრუნველყოს. გარდა...
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმად, საკრებულოს, პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს სტაჟიორებს საჯარო სამსახურში საქმიანობის პერიოდი სამუშაო სტაჟად ჩაეთვლებათ. პროექტის თანახმად, კანონს დაემატება ახალი თავი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს სტაჟირების წესს და მითითებულია კონკრეტული კრიტერიუმები, რომლითაც უნდა მოხდეს სტაჟიორების შერჩევა. სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს პირი, რომელიც სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი წლის შემთხვევაში), მეორე...
წინა სტატია ოზურგეთის მერიაში საკადრო წმენდის შედეგად გათავისუფლებულთა ინტერესებს “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” დაიცავს, -  ნათქვამია ISFED-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ოზურგეთში აირჩა ახალი მერი - დეპუტატ არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე. ხელმძღვანელი თანამდებობის პირის შეცვლის შემდეგ, დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკის მიხედვით, ოზურგეთის მერიაშიც დაიწყო რეორგანიზაციად შეფუთული თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლების პროცესი,...
რუსთავში ქარსაცავი ზოლის მოწყობა იგეგმება. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს. "რაც შეეხება ქარსაცავ ზოლს და გამწვანების ახალ პოლიტიკას, ამაზე ვმუშაობთ სხვადასხვა სამსახურთან ერთად. უკვე აღწერილი გვაქვს რამდენიმე ტერიტორია, სადაც უფრო მეტად იქნება საჭირო დენდროლოგიური პროექტების განხორციელება. მათ შორის, გამოვყოფ აუცილებლად რუსთავის შემოსასვლელს, სადაც უკვე დაწყებულია გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები. როდესაც ქარსაცავზე ვსაუბრობთ, ალბათ, ერთ-ერთ ზოლად უნდა განვიხილოთ სწორედ რუსთავის შემოსასვლელი და არა მხოლოდ....
რუსთავში გურამიშვილის ქუჩაზე N9, N5 და N11 ნომრებს შორის მდებარე ძველ სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად ქალაქის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან პროექტის განსახორციელებლად 151 145 ლარი გამოიყო.
რუსთავის 4 ბაგა-ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. დაგეგმილი სარეაბილიტაცო სამუშაოების ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერია N33 და N36 საბავშვო ბაღების ერთი ფლიგელის და დამაკავშირებელი დერეფნებისა, ასევე, N37 და N43 საბავშვო ბაღების გადახურვას გეგმავს. შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად კი, გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 264 381 ლარია გამოყოფილი.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ