რუსთავში სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

414

რუსთავში გურამიშვილის ქუჩაზე N9, N5 და N11 ნომრებს შორის მდებარე ძველ სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად ქალაქის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან პროექტის განსახორციელებლად 151 145 ლარი გამოიყო.