სიღნაღში ისტორიული ციხე-გალავნის რეაბილიტაცია იგეგმება

748

წინა სტატია

მიმდინარე წელს ქალაქ სიღნაღში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ისტორიული ციხე-გალავნის რეაბილიტაცია დაიწყება.

აღნიშნულ საკითხზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საპროექტო დოკუმენტაციის ტექნიკური მხარე განიხილეს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მუშავდება საპროექტო დოკუმენტაციის ტექნიკური ნაწილი, რომელიც ციხე-გალავნის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო კვლევებს, პროექტირებასა და შესაბამის მომზადებას გულისხმობს.

ქალაქ სიღნაღის ისტორიული ციხე-გალავანი XVIII საუკუნის მეორე ნახევარშია აგებული.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია და შპს „ინსტალ პლუსი“ სიღნაღის ისტორიულ კედელზე უნებართვოდ ჩატარებული სამუშაოების გამო თავდაპირველად 12 000-12 000 ლარით დააჯარიმეს. მოგვიანებით კი, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ თვითნებური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მერია უდანაშაულოდ ცნო.