თელავში ქუჩების დამისამართება, სტანდარტიზაცია და საინფორმაციო დაფების განთავსება დაიწყო

302

თელავში ქუჩების დამისამართება, სტანდარტიზაცია და საინფორმაციო დაფების განთავსება დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ახალი გადამისამართების მიხედვით დაგეგმილია ქალაქ თელავის 200-ზე მეტი ქუჩისა და ჩიხის ძველი სამისამართე ფირნიშების ახლით ჩანაცვლება.

“დაგეგმილია თელავში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე კერამიკული საინფორმაციო დაფების განთავსება, ქალაქის 15 ლოკაციაზე სანავიგაციო მანიშნებლების მოწყობა, ხოლო 5 ლოკაციაზე საინფორმაციო ლაითბოქსების განთავსება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “len & kompani” ასრულებს. პროექტის სტრატეგიული მიზანია მუნიციპალური და სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის გაუმჯობესება, ასევე, თელავის, როგორც რეგიონული ცენტრის ხელმისაწვდომობის გაზრდა. პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით”, -აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.