წალენჯიხის მერის პირველ მოადგილედ ივანე ბურდული დაინიშნა

496

წინა სტატია

წალენჯიხაში მერის მოადგილის თანამდებობაზე ივანე ბურდული დაინიშნა. ცნობილია, რომ ის მერიაში იურიდიულ საკითხებს ხელმძღვანელობდა და ხელშეკრულებით იყო აყვანილი.

ივანე ბურდული მანამდე ცესკო-ს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე, ლაშა ზარქუა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხილვის 1 დღით დაგვიანებისთვის, თანამდებობიდან გადადგა.