შიდა ქართლში ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიები შეიქმნება

1877

მთავრობამ „ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი მოიწონა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტი შიდა ქართლში, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტში, ტანასა და თეძამის ხეობებში, ტანას აღკვეთილისა და თეძამის დაცული ლანდშაფტის დაარსებას ითვალისწინებს.

“ტანასა და თეძამის ხეობები გამოირჩევა “წითელ ნუსხაში” შეტანილი ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნებით. დაცულ ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი იქნება უნიკალური ეკოსისტემების დაცვა, ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნება და ბუნებრივი რესურსების მდგრადი სარგებლობა”, – განმარტავენ სამინისტროში.

მათივე ცნობით, ტანას აღკვეთილის საერთო ფართობი 10 986 ჰექტარს, ხოლო, თეძამის დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობი 21 864 ჰექტარს შეადგენს.