რუსთავში ქარსაცავი ზოლის მოწყობა იგეგმება

326

რუსთავში ქარსაცავი ზოლის მოწყობა იგეგმება. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.

“რაც შეეხება ქარსაცავ ზოლს და გამწვანების ახალ პოლიტიკას, ამაზე ვმუშაობთ სხვადასხვა სამსახურთან ერთად. უკვე აღწერილი გვაქვს რამდენიმე ტერიტორია, სადაც უფრო მეტად იქნება საჭირო დენდროლოგიური პროექტების განხორციელება. მათ შორის, გამოვყოფ აუცილებლად რუსთავის შემოსასვლელს, სადაც უკვე დაწყებულია გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები.

როდესაც ქარსაცავზე ვსაუბრობთ, ალბათ, ერთ-ერთ ზოლად უნდა განვიხილოთ სწორედ რუსთავის შემოსასვლელი და არა მხოლოდ. ასევე მნიშვნელოვანია გარდაბანი-რუსთავის დამაკავშირებელი ტყე-პარკი, სადაც რამდენიმე დღის წინ ვიყავი და ადგილზე გავეცანი იქ არსებულ მდგომარეობას. მას შემდეგ, რაც ჩვენ პროექტს ჩამოვაყალიბებთ და ქალაქის გამწვანების ერთიანი კიდევ უფორ დეტალური სტრატეგია გვექნება, სიამოვნებით გაგაცნობთ”, – განაცხადა ლაცაბიძემ.