ხაშურის მუნიიციპალიტეტში მოსახლეობა ნაგვის ურნების დამატებას ითხოვს. მოსახლეობის თქმით, ხაშურისა და სურამის დასახლებებში ურნები არასაკმარისია და არც დროულად იცლება.
“ხალხის ბრალიცაა, მაგრამ დასუფთავების სამსახური ნაგვის ურნებს, რომ კვირაში ერთხელ ცლის, იმასაც დიდი ხვეწნა-მუდარისა და დარეკვების შემდეგ, ზუსტად ესაა მიზეზი, რომ მთელი ქუჩები ნაგვითაა გადავსებული”, – ამბობს თამარ ბერიძე.
ადგილობრივები ამბობენ, რომ არასაკმარისი ურნების გამო, მოქალაქეები ნარჩენებს ქუჩაში ყრიან.
“ზაფხულში, როცა მე ჩამოვდივარ, ხოლმე ნაგვის ურნები გადავსებულია...
2022 წლის დაწყებიდან დღემდე, მარნეულის მუნიციპალიტეტში 18 უნებართვო მშენებლობის და 36 სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
როგორც მარნეულის მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი, თურალ ისმაილოვი ამბობს, 36 დარღვევიდან ამ ეტაპზე, ხარვეზი მხოლოდ სამმა გამოასწორა. დარღვევებიდან მუნიციპალიტეტში შესულმა თანხამ დღეის მდგომარეობით 22 000 ლარი შეადგინა. საუბარია იმ პირებზე, ვინც საჯარიმო მოსაკრებელი 2022 წლის მაისის ბოლომდე გადაიხადეს. ისმაილოვის თქმით,...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ მუღანლოში, ბეითარაფჩსა და ხანჯიგაზლოში, შიდა გზების მოასფალტება იგეგმება. სამუშაოების შესყიდვისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ორი ტენდერი გამოაცხადა. ხანჯიგაზლოსა და ბეითარაფშიჩი გზის დაგებას მერია 1 182 621 ლარად გეგმავს. დიდ მუღანლოსათვის კი ტენდერით 440 055 ლარია გათვალისწინებული.
პროექტის ფარგლებში იგეგმება ტრასის აღდგენა და გამაგრება, შემასწორებელი ფენის მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით, არსებული ლითონის მილების დემონტაჟი თვითმცლელებზე დატვირთვით და გატანა, კლდოვანი გრუნტის...
თბილისის საბავშვო ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია 10 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება.
რეგისტრაცია წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე -www.kids.org.ge. აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად.
რეგისტრაციის მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ დასარეგისტრირებელი ბავშვი 30 სექტემბრის ჩათვლით უნდა იყოს არანაკლებ ორი წლის.
რეგისტრაციის დღეს ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმა, რათა მომხმარებელს ძებნა გაუმარტივდეს და ინფორმაციის შეყვანისას დრო დაზოგოს.
რეგისტრაცია ადგილების...
დაბა ხულოში მოსახლეობისთვის მონაწილეობითი ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაიწყო. პროექტის ფარგლებში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია პროექტი დაგეგმოს, იმ შემთხვევაში თუკი მისი იდეა გაიმარჯვებს, მერია ამ პროექტს განახორციელებს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
იდეის მაქსიმალური ღირებულება 60 ათასი ლარი უნდა იყოს. განაცხადების 21 ივნისამდე გაგრძელდება.
იდეებს სპეციალურად შერჩეული საბჭო გადაარჩევს, მეორე ეტაპზე გადასულებს კი მოსახლეობა ხმის მიცემის პრინციპით შეარჩევს.
არჩევნები ივლისის მეორე ნახევარში ჩატარდება. გამარჯვებული იდეების ...
ქუთაისის მერის, იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქალაქში სმარტშუქნიშნები და საინფორმაციო ტაბლოები მოეწყობა. ამასთან, ქუთაისს რამდენიმე დღეში 10 ახალი მიკროავტობუსი შეემატება.
"რაც შეეხება სატრანსპოტო სისტემებსა და მიკროავტობუსებს, ჩვენ 6 მისამართზე მოვაწყობთ სმარტშუქნიშნებს, რომლებიც თავად განსაზღვრავენ მოძრაობის ნაკადს და ეს იქნება ახლებური მიდგომა ჩვენი სატრანსპორტო სისტემის განვითარებისაკენ.
ამასთან, რამდენიმე დღეში ქუთაისს ეყოლება 10 მიკროავტობუსი, რომლებიც ქალაქის ძნელადმისადგომ რელიეფზე იმოძრავებენ, სადაც ჩვენი მუნიციპალური ტრანსპორტი ვერ...
გენერალურმა პროკურატურამ ხობის მცხოვრებლებისთვის მიწის ნაკვეთების უკანონოდ ჩამორთმევის კიდევ ორი ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულების უფლებების აღდგენის მიზნით, მათთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, 2009-2010 წლებში ეკონომიკის სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით, მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას, მათივე ცნობით...
2022 წლის 8 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 76-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნების მიერ (სულ 61 ) ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. აღნიშნულ რეზოლუციას მხარი 95-მა სახელმწიფომ დაუჭირა.
"საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს...
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო მთავრობას, შესაძლოა, სამშენებლო კომპანიის დირექტორი ჩაუდგეს სათავეში. ინფორმაციას ადგილობრივ გამოცემა "რესიზე" დაყრდნობით რადიოთავისუფლება ავრცელებს.
დეფაქტო რესპუბლიკის "პრეზიდენტმა“ ალან გაგლოევმა 8 ივნისს ე.წ. პარლამენტს „მთავრობის მეთაურის“ თანამდებობაზე კონსტანტინ ჯუსოევის კანდიდატურის განხილვის წინადადებით მიმართა.
კონსტანტინ ჯუსოევი 54 წლისაა. მან 1989 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცხინვალის ფილიალი „ლითონმჭრელი ჩარხებისა და ინსტრუმენტების“ სპეციალობით.
1993-2011 წლებში ჯუსოევი სამშენებლო კომპანია «Приличный-ს" გენერალური დირექტორი...
ხაშურში აგურის ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ დასასვენებელ სივრცეში ატრაქციონები და ტრენაჟორები დააზიანეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სივრცე ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით მოეწყო და ამისთვის ბიუჯეტიდან 60 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
“აშკარაა, რომ ეს არ გახლავთ შემთხვევითი დაზიანება. ახსნას არ ექვემდებარება, რატომ უნდა დახარჯოს ადამიანმა ამხელა ძალისხმევა გაკეთებული საქმის გასაფუჭებლად და ზიანის მისაყენებლად. სკვერის მოსაწყობად დახარჯული თანხა ეკუთვნის თითოეულ ხაშურელს და ხალხის ქონების მიმართ...
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ქვიშხეთში ნარჩენების უკანონი განთავსების ფაქტი გამოავლინა, – ამის შესახებ ინფორმაცია ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა.
“მონიტორინგის ფარგლებში, ქვიშხეთის ტერიტორიაზე გამოვლინდა ნარჩენების უკანონო განთავსების ფაქტი. ზედამხედველობის სამსახურმა სამართალდამრღვევის მიმართ გაატარა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები: შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სასამართლოს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ხაშურის მერიაში განმარტავენ, რომ მსგავსი ხასიათის სამართალდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურს.(ტელ: 243029).
კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ბოჟამში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
“სარეაბილიტაციო სამუშაოებს მშენებელი შპს „ენ-დი როუდი“ ანხორციელებს, პროექტით გათვალისწინებულია რკინაბეტონის კიუვეტების, გზის გადამკვეთებისა და ეზოში შესასვლელებზე ცხაურის მოწყობა”, – განმარტავენ კასპის მერიაში.
მათივე ინფორმაციით, პროექტი მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება და ორივე ეტაპის რეაბილიტაციის ღირებულება 1 225 655 ლარია.
წინა სტატია
ხაშურის მუნიციპალიტეტის N2 და N3 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერები დამონტაჟდება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით იმ სამწუხაო ამბის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა და ახლაც როგორც გავიგეთ, მანქანა ბავშვს დაეჯახა და საბედნიეოდ ეს ამბავი კარგად დასრულდა. ჩვენი საქმიანობა არ არის კავშირში ამ ინციდენტებთან, ჩვენ შესწავლილი გვქონდა გადატვირთული მოძრაობა და გადაწყვეტილი გვქონდა...
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქობულეთში დამშრობი მასივს აწესრიგებს.
ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 6 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც 20 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურების აღდგენას უზრუნველყოფს.
აღდგენილი სადრენაჟე არხები სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.
„პროექტები, რომელშიც ხალხის ფული იხარჯება, უყურადღებოდ არ უნდა იყოს მიგდებული”, – ამის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პარტიის “საქართველოსთვის” წევრმა შოთა კურტანიძემ ისაუბრა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
კურტანიძემ მერიის მიერ საკრებულოზე წარმოდგენილი ინფრასტრუქტურული პროექტების ანგარიში გააკრიტიკა. მისი თქმით, აღნიშნულ დოკუმენტში მხოლოდ მშრალი რიცხვებია ასახული.
“ეს არის მშრალი ციფრები, რაც მერიამ წარმოადგინა,რომლებიც არაფერს არ აღნიშნავენ.მერიის განცხადებით 16 მილიონის გახარჯვა მოხდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე,...
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად 34 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. მათგან საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა 2 500-ზე მეტმა, ხოლო, 12 500-ზე მეტმა - წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა. მასწავლებელთა გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25–ში დასრულდება.
საგნის/პროფესიული უნარების/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა
6 ივლისი (მეორე სესია) – უფროსი სპეციალური...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































