ქუთაისში სმარტშუქნიშნები და საინფორმაციო ტაბლოები მოეწყობა

467

ქუთაისის მერის, იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქალაქში სმარტშუქნიშნები და საინფორმაციო ტაბლოები მოეწყობა. ამასთან, ქუთაისს რამდენიმე დღეში 10 ახალი მიკროავტობუსი შეემატება.

“რაც შეეხება სატრანსპოტო სისტემებსა და მიკროავტობუსებს, ჩვენ 6 მისამართზე მოვაწყობთ სმარტშუქნიშნებს, რომლებიც თავად განსაზღვრავენ მოძრაობის ნაკადს და ეს იქნება ახლებური მიდგომა ჩვენი სატრანსპორტო სისტემის განვითარებისაკენ.

ამასთან, რამდენიმე დღეში ქუთაისს ეყოლება 10 მიკროავტობუსი, რომლებიც ქალაქის ძნელადმისადგომ რელიეფზე იმოძრავებენ, სადაც ჩვენი მუნიციპალური ტრანსპორტი ვერ გადაადგილდება.

ასევე, რამდენიმე დღეში, დაიწყება 109 საინფორმაციო ტაბლოს დაყენება გაჩერებებეზე, რომლებიც მგზავრებს მიაწვდის ზუსტ ინფორმაციას ავტობუსების გადაადგილების შესახებ.
ჯამურად, ჩასატარებელი სამუშაოებისთვის, 4,6 მილიონი ლარია გამოყოფილი”- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა ფეიქბუქგვერდზე live ჩართვისას.