ხაშურის სკოლებთან შუქნიშნები და სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერები დამონტაჟდება

481

წინა სტატია

ხაშურის მუნიციპალიტეტის N2 და N3 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერები დამონტაჟდება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით იმ სამწუხაო ამბის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა და ახლაც როგორც გავიგეთ, მანქანა ბავშვს დაეჯახა და საბედნიეოდ ეს ამბავი კარგად დასრულდა. ჩვენი საქმიანობა არ არის კავშირში ამ ინციდენტებთან, ჩვენ შესწავლილი გვქონდა გადატვირთული მოძრაობა და გადაწყვეტილი გვქონდა რამენაირად ეს საკითხი მოგვეგვარებინა. ამ მიზნით მოწვეული იყვნენ სპეციალისტები და გადაწყვუტეს რომ რუსთაველის ქუჩა გახდეს ცალმხივი და შესაბამისად, ქალაქის მესამე სკოლასთან და ქალაქის მეორე სკოლასთან დაყენდება “ბუგოროკბი”, რათა მოძრაობა შესაბამისად შენელდეს”, – განმარტა ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ნინო სუხიაშვილმაა.

მისივე ინფორმაციით, პირველ სკოლასთან, ტაბიძის ქუჩაზე მოეწყობა შუქნიშანი, დამონტაჟდება სიჩქარის შემზღუდველები და დასაშვები მაქსიმალური სიჩქარე იქნება 50 კმ/სთ.