ხაშურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა ნაგვის ურნების დამატებას ითხოვს

443

ხაშურის მუნიიციპალიტეტში მოსახლეობა ნაგვის ურნების დამატებას ითხოვს. მოსახლეობის თქმით, ხაშურისა და სურამის დასახლებებში ურნები არასაკმარისია და არც დროულად იცლება.

“ხალხის ბრალიცაა, მაგრამ დასუფთავების სამსახური ნაგვის ურნებს, რომ კვირაში ერთხელ ცლის, იმასაც დიდი ხვეწნა-მუდარისა  და დარეკვების შემდეგ, ზუსტად ესაა მიზეზი, რომ მთელი ქუჩები ნაგვითაა გადავსებული”, – ამბობს თამარ ბერიძე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ არასაკმარისი ურნების გამო, მოქალაქეები ნარჩენებს ქუჩაში ყრიან.

“ზაფხულში, როცა მე ჩამოვდივარ, ხოლმე ნაგვის ურნები გადავსებულია და იქვე უამრავი ნაგავია მიყრილი. პრობლემა ისააა, რომ ძალიან ცოტა ურნაა და სავარაუდოდ არც ისე ხშირად ცლის ურნებს შესაბამისი სამსახური”, – ამმბობს ეკა ტაბატაძე.

მერიის განმარტებით გასულ წელს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მუნიციპალიტეტს დამატებით გადმოსცა 100 ერთეული პლასტმასის კონტეინერი, რომლებიც განთავსდა სხვადასხვა ადგილას. მიმდინარე წელს მერია კიდევ გეგმავს 100 ერთეული რკინის კონტეინერის შეძენას და განთავსებას.