ქობულეთში 6 კილომეტრამდე სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

522

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქობულეთში დამშრობი მასივს აწესრიგებს.

ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 6 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც 20 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურების აღდგენას უზრუნველყოფს.

აღდგენილი სადრენაჟე არხები სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.