კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ბოჟამში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
“სარეაბილიტაციო სამუშაოებს მშენებელი შპს „ენ-დი როუდი“ ანხორციელებს, პროექტით გათვალისწინებულია რკინაბეტონის კიუვეტების, გზის გადამკვეთებისა და ეზოში შესასვლელებზე ცხაურის მოწყობა”, – განმარტავენ კასპის მერიაში.
მათივე ინფორმაციით, პროექტი მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება და ორივე ეტაპის რეაბილიტაციის ღირებულება 1 225 655 ლარია.