დაბა ხულოში მოსახლეობისთვის მონაწილეობითი ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაიწყო. პროექტის ფარგლებში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია პროექტი დაგეგმოს, იმ შემთხვევაში თუკი მისი იდეა გაიმარჯვებს, მერია ამ პროექტს განახორციელებს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
იდეის მაქსიმალური ღირებულება 60 ათასი ლარი უნდა იყოს. განაცხადების 21 ივნისამდე გაგრძელდება.
იდეებს სპეციალურად შერჩეული საბჭო გადაარჩევს, მეორე ეტაპზე გადასულებს კი მოსახლეობა ხმის მიცემის პრინციპით შეარჩევს.
არჩევნები ივლისის მეორე ნახევარში ჩატარდება. გამარჯვებული იდეების განხორციელებას მერია მომავალ წელს დაიწყებს.