მასწავლებელთა გამოცდები 6 ივლისიდან დაიწყება

292

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად 34 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. მათგან საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია,  უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა 2 500-ზე მეტმა, ხოლო, 12 500-ზე მეტმა – წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა. მასწავლებელთა გამოცდები  6 ივლისს დაიწყება და 25–ში დასრულდება.

საგნის/პროფესიული უნარების/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა

6 ივლისი (მეორე სესია) – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა;

7 ივლისი (პირველი სესია): ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV); ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური I-VI); ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური I-VI);

7 ივლისი (მეორე სესია): მათემატიკა (დაწყებითი საფეხური I-VI); მუსიკა; სამოქალაქო განათლება (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);

14 და 15 ივლისი (პირველი  სესია): წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში;

14 ივლისი (მეორე სესია):  ბიოლოგია (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);

15 ივლისი (მეორე სესია): გეოგრაფია (საბაზო ან /და საშუალო საფეხური); აზერბაიჯანული ენა;

19 ივლისი (მეორე სესია): ქიმია (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);

20 ივლისი (პირველი სესია): ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან /და საშუალო საფეხური); მათემატიკა (საბაზო ან /და საშუალო საფეხური); სომხური ენა;

21 ივლისი (პირველი სესია): ისტორია (საბაზო ან /და საშუალო საფეხური); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; სპორტი; ფიზიკა (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);

22 ივლისი (პირველი სესია): ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი; გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი; ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი; რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი; ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;  ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – წერითი ნაწილი;

24 ივლისი: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – პრაქტიკული ნაწილი;

25 ივლისი: ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი; რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი; გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი; ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი; ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი.