მოქალაქეს, რომელმაც ქვიშხეთში გარემო დააბინძურა, დააჯარიმებენ

427

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ქვიშხეთში ნარჩენების უკანონი განთავსების ფაქტი გამოავლინა, – ამის შესახებ ინფორმაცია ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა.

“მონიტორინგის ფარგლებში, ქვიშხეთის ტერიტორიაზე გამოვლინდა ნარჩენების უკანონო განთავსების ფაქტი. ზედამხედველობის სამსახურმა სამართალდამრღვევის მიმართ გაატარა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები: შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სასამართლოს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ხაშურის მერიაში განმარტავენ, რომ მსგავსი ხასიათის სამართალდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურს.(ტელ: 243029).