წინა სტატია ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ჰიპოპოტამ "ბეგის“ ქანდაკება გაიხსნა.  მოქანდაკე ერეკლე წულაძის ქანდაკება ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის მოვლენებს ეძღვნებოდა. ქანდაკება უჟანგავი და უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით დამზადდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, გარე სივრცესა თუ ინტერიერში, მსგავსი ტიპის ნამუშევარი პირველად განთავსდა.  „დღევანდელი დღე ნაწილობრივ სასიამოვნოა, რადგან გაიხსნა იმ ბეჰემოთის...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საკანალიზაციო ქსელის არარსებობის პირობებში, ვერცერთ ოჯახს ვერ მისცემენ თბილისის ზღვაზე მშენებლობის უფლებას, რადგან, ამ შემთხვევაში, შედეგი ზღვის დაბინძურება იქნება. „კვლევებით, დადგენილია გარკვეული სანიტარული სივრცეები, სადაც არანაირი მშენებლობა რა არის დაშვებული. არის სივრცეები, სადაც შეზღუდული შესაძლებლობითაა განვითარება შესაძლებელი. თბილისის ზღვის ქაოტურად განაშენიანება კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან ბევრი მიწის ფართობია, რომელიც კერძო საკუთრებაა. რა თქმა უნდა, ჩვენ მივცემთ განვითარების შესაძლებლობას,...
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არცერთი სამშენებლო ნებართვა არ არის გაცემული იქ, სადაც მშენებლობა არ შეიძლება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მედიის წარმომადგენლის თქმით, სტიქიის ზონებში კვლავ მიმდინარეობს მშენებლობები, რაც თბილისის მერმა უარყო. მისი თქმით, ქალაქის ქაოტური განაშენიანება 2017 წელს დასრულდა. „შეგიძლიათ მიმართოთ გარემოს დაცვის სამინისტროს და მიიღებთ ინფორმაციას თქვენ დასმულ შეკითხვაზე, არის თუ არა ეს...
შემდეგი სტატია გორში ქრთამის აღების ფაქტზე კულტურის ცენტრის თანამშრომელი მაია შარაშენიძე დააკავეს. მისი ადვოკატის, თამარ თედლიაშვილის თქმით, ბრალი ანტიკორუფციულმა სააგენტომ წაუყენა. შარაშენიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ბრალდება ეხება ფოიერვერკების შეძენის საქმეს. კერძოდ, 26 მაისის ღონისძიების დროს, გორის მერიის კულტურის ცენტრმა შეისყიდა 2200 ლარის ღირებულების ფოიერვერკი. ხელშეკრულებას ხელს აწერენ კულტურის ცენტრის მატერიალური შესყიდვების სამსახურის წარმომადგენელი გიორგი ქარელი და...
ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქალაქის მერს, არჩილ ჩიქოვანს იწვევს. როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, არჩილ ჩიქოვანი ვალდებულია საკრებულოს წევრებს საქმიანობის ანგარიში წარუდგინოს. მისი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სახელმწიფო აუდიტის ანგარიშების განხილვა. რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის წევრებს მიმართავს, აქვთ თუ არა შეკითხვები ბათუმის მერთან. „ბათუმის საკრებულოს სხდომა ჩაინიშნა, სადაც მიწის გასხვისებისა და ავტოტრანსპორტის ტარიფის გაზრდის საკითხებია გამოტანილი....
ბათუმის საკრებულოში კვოტირების წესს პარტია „საქართველოსთვის” ასაჩივრებს. პარტიის წევრმა აკაკი გვიანიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული სარჩელით უკვე მიმართა. როგორც აკაკი გვიანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბათუმის საკრებულოში კვოტირება კანონის დარღვევით განისაზღვრა და უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ” მიიტაცა. „ჩვენ თითოეულ მოქალაქეს ვპირდებით, რომ თითოეულ უკანონობაზე, რომელიც თქვენი ინტერესების საწინააღმდეგოა, გვექნება პრინციპული რეაქცია, ვიბრძოლებთ პროფესიონალურად და აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას. ეს არის საკრებულოს მიტაცების მორიგი ფაქტი, კანონის...
თბილისის ანძის მოდერნიზების პროექტი ეკონომიკურად გამართლებულია და მის განხორციელებას 3 წელი დასჭირდება. ეს განცხადება თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ინვესტორმა ანძის განვითარების ხედვა მერიაში უკვე წარადგინა. ირაკლი თავართქილაძის თქმით, ამ ეტაპზე სწორედ ამ წინადადების განხილვა მიმდინარეობს. “წინადადების ფარგლებში ის ძირითადი პირობები, რაც ხელშეკრულებით იყო...
წელს ავარიული სახლების ჩანაცვლებაზე ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს. როგორც თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი ირაკლი თავართქილაძე აცხადებს, პროგრამით ყველაზე მეტად სამგორის რაიონის მცხოვრებლები ინტერესდებიან. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე 5 კორპუსის მცხოვრებლებთან მიმდინარეობს მუშაობა, რომლებსაც თავიანთი საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლება სურთ. “ამ ეტაპზე ჩვენ ვამუშავებთ და დაახლოებით 5 კორპუსთან გვაქვს მოლაპარაკებები, საიდანაც ძირითადი ნაწილი...
აგვისტოში ქუთაისში მცხოვრები წარჩინებული და სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის, ასევე, 29-წლამდე ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა ტიპის ბანაკი მოეწყობა. კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახაგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ ეწყობა ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა და მასში მონაწილეობა 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ. ბანაკი 200 ადამიანზეა გათვლილი. ბანაკი საგანმანათლებლო ხასიათისაა და სხვადასხვა აქტუალურ თემატიკაზე უტარდებათ ახალგაზრდებს ტრენინგ-სემინარები. ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და საზოგადოებრუვ ცხოვრებაში მათი მონაწილების გაზრდა. ასევე,...
„ბიუჯეტის დაგეგმვა ოპოზიციასთან ერთად უნდა მოხდეს”, – ამის შესახებ, პარტიის “საქართველოსთვის” და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა შოთა კურტანიძემ სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. “ბიუჯეტის დაგეგმვისას აუცილებელია განვსაზღვროთ პრიორიტეტები. მესმის, რომ დღეს აქტუალური გზებია, მაგრამ სხვა საკითხებიც  მისახედია. ჩვენი თხოვნა იქნება ბიუჯეტის დაგეგმვის დროს მოხდეს ჩვენი მიწვევაც, რომ აქტიურად ჩავერთოთ მის დაგეგმვაში”, – განაცხადა შოთა კურტანიძემ. მისივე თქმით, სურამის კულტურის სახლი,...
საქართველოში რეგისტრირებულ გეოგრაფიული აღნიშვნების რეესტრს გეოგრაფიული აღნიშვნა „ტყემალი“ და „აჯიკა“ დაემატება. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრში – „საქპატენტში“ აცხადებენ, რომ  რეგისტრაციის პროცედურა ბოლო ეტაპზეა, რის შედეგადაც ოფიციალური ინფორმაცია, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი განაცხადის მასალებებთან ერთად, გამოქვეყნდება სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში მიმდინარე წლის 10 ივნისს. თუ გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში საქპატენტში არ შევა დამატებითი ინფორმაცია, „ტყემალი“ და „აჯიკა“ დაემატება გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო...
ბარათაშვილის ქუჩაზე  საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად მცირე დაზიანებები ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ამბარცუმ ბაბოიანმა მიიღო. დამწვრობა აღენიშნება მის მეუღლესაც. პირველადი დახმარება მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს. კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ გახდა. ამ ეტაპზე ბაბოიანების სახლში ხანძარი ლიკვიდირებულია. უცნობია მისი გამომწვევი მიზეზები. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. თელავის მერიისცნობით, ბაღი 180 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა საძინებლის, სათამაშო, გამოსაცვლელი ოთახების, ასევე, სასადილოს, სათავსოების, ჰოლის, ადმინისტრაციული და სამრეცხაო ოთახების, სამზარეულოს, ლიფტის, საევაკუაციო კიბისა და საქვაბის მოწყობას მოიცავს. კურდღელაურის საბავშვო ბაღის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება, სამუშაოებს კონტრაქტორი შპს “სათავე +“ ასრულებს. სამშენებლო სამუშაოები, რომელზეც 3 414 236 ლარი დაიხარჯება, 2023 წელს...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ქედის მუნიციპალიტეტში აგარის სოციალურ სახლში 20 ოჯახს ბინები გადასცა. როგორც აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქედის მუნიციპალიტეტში, მორიგი სოციალური პროექტი დასრულდა, რითაც უმნიშვნელოვანესი პრობლემა გადაიჭრა - სოფელ ქვედა აგარაში სტიქიური რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ. „აშენდა ევროსტანდარტების შესაბამისი, 5 - სართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ადაპტირებულია. ოჯახებს საცხოვრებელი ფართის გადაცემა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, აჭარის მთავრობის წევრებმა...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზის საავტომობილო გზის 19 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. როგორც დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გზა თერჯოლის, ტყიბულის, ჭიათურის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებისა და მათი მიმდებარე სოფლების საგზაო კავშირს წარმოადგენს - სარეაბილიტაციო მონაკვეთი კი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და გაივლის სოფლებს: რუფოთი, ალისუბანი, საზანო და თუზი. მათივე ცნობით, პროექტის შესაბამისად, განახლდება ასფალტ-ბეტნის საფარი, რეაბილიტირდება...
გორში ანტონოვისა და სააკაძის ქუჩების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა.  გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სამუშაოებისთვის 718 970 ლარი გაითვალისიწინა. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ქუჩებზე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სანიაღვრე არხები და საავტომობილო გზა. სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დაასრულოს.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ