ქედაში ახლადაშენებულ სოციალურ სახლში ბინა 20 ოჯახს გადაეცა

464

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ქედის მუნიციპალიტეტში აგარის სოციალურ სახლში 20 ოჯახს ბინები გადასცა.

როგორც აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქედის მუნიციპალიტეტში, მორიგი სოციალური პროექტი დასრულდა, რითაც უმნიშვნელოვანესი პრობლემა გადაიჭრა – სოფელ ქვედა აგარაში სტიქიური რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ.

„აშენდა ევროსტანდარტების შესაბამისი, 5 – სართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ადაპტირებულია.

ოჯახებს საცხოვრებელი ფართის გადაცემა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, აჭარის მთავრობის წევრებმა მიულოცეს.

აჭარაში არაერთი სოციალური პროექტი ხორციელდება. შენდება ე.წ. „ოცნების ქალაქი”; ბათუმში, ქედასა და ხელვაჩაურში აშენდა სოციალური სახლები; დაიწყო ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის განხორციელება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.