მერია: სამგორში ხუთი ავარიული კორპუსის ჩანაცვლებაზე ვმუშაობთ

301

წელს ავარიული სახლების ჩანაცვლებაზე ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს. როგორც თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი ირაკლი თავართქილაძე აცხადებს, პროგრამით ყველაზე მეტად სამგორის რაიონის მცხოვრებლები ინტერესდებიან. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე 5 კორპუსის მცხოვრებლებთან მიმდინარეობს მუშაობა, რომლებსაც თავიანთი საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლება სურთ.

“ამ ეტაპზე ჩვენ ვამუშავებთ და დაახლოებით 5 კორპუსთან გვაქვს მოლაპარაკებები, საიდანაც ძირითადი ნაწილი არის სამგორის რაიონიდან, იგივე ვარკეთილის მესამე მასივიდან. ერთ პირველ საპილოტე კორპუსს, რომელზეც მოსახლეობის 100%-იანი თანხმობაა, დავიწყებთ უახლოეს მომავალში. თვითონ პროექტირება უკვე დაწყებულია და უახლოეს მომავალში დასრულდება.

შემდეგ კვლავ დავუბრუნდებით მოსახლეობას და მათი თანხმობის შემთხვევაში დასრულებული პროექტის მოწონების შემთხვევაში მოხდება მისი განხორციელება,”-ამბობს თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი ირაკლი თავართქილაძე.