ხაშურის საკრებულოს წევრი: ბიუჯეტის დაგეგმვისას აუცილებელია ოპოზიციის ჩართულობაც

465

„ბიუჯეტის დაგეგმვა ოპოზიციასთან ერთად უნდა მოხდეს”, – ამის შესახებ, პარტიის “საქართველოსთვის” და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა შოთა კურტანიძემ სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“ბიუჯეტის დაგეგმვისას აუცილებელია განვსაზღვროთ პრიორიტეტები. მესმის, რომ დღეს აქტუალური გზებია, მაგრამ სხვა საკითხებიც  მისახედია. ჩვენი თხოვნა იქნება ბიუჯეტის დაგეგმვის დროს მოხდეს ჩვენი მიწვევაც, რომ აქტიურად ჩავერთოთ მის დაგეგმვაში”, – განაცხადა შოთა კურტანიძემ.

მისივე თქმით, სურამის კულტურის სახლი, სადაც თაობები აღიზარდა ჩამონგრეული და განადგურებულია. კურტანიძის აზრით, ბიუჯეტის დაგეგმვისას აუცილებელია ოპოზიციის ჩართულობაც.

დატოვეთ კომენტარი