თელავის სოფელ კურდღელაურში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

611

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.

თელავის მერიისცნობით, ბაღი 180 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა საძინებლის, სათამაშო, გამოსაცვლელი ოთახების, ასევე, სასადილოს, სათავსოების, ჰოლის, ადმინისტრაციული და სამრეცხაო ოთახების, სამზარეულოს, ლიფტის, საევაკუაციო კიბისა და საქვაბის მოწყობას მოიცავს.

კურდღელაურის საბავშვო ბაღის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება, სამუშაოებს კონტრაქტორი შპს “სათავე +“ ასრულებს.

სამშენებლო სამუშაოები, რომელზეც 3 414 236 ლარი დაიხარჯება, 2023 წელს დასრულდება.