ბარათაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად მცირე დაზიანებები ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ამბარცუმ ბაბოიანმა მიიღო. დამწვრობა აღენიშნება მის მეუღლესაც. პირველადი დახმარება მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს. კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ გახდა.
ამ ეტაპზე ბაბოიანების სახლში ხანძარი ლიკვიდირებულია. უცნობია მისი გამომწვევი მიზეზები. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.