საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს ისტორიის სწავლებისა და ახალი სახელმძღვანელოების გრიფირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლება მინისტრის გადაწყვეტილებით ძლიერდება.
უწყების ცნობითვე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტრომ "საქართველოს ისტორიის“ სწავლების გაძლიერების კუთხით 2021 წლიდან აქტიური მუშაობა დაიწყო.
“მთავარი მიზანი იყო, რომ ახალგაზრდებს საშუალო საფეხურზე ჩვენი ქვეყნის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე უწყვეტად შეესწავლათ....
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბორჯომი-ბაღი-ტბა-ცემის საავტომობილო გზაზე 6.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ბორჯომის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება ბორჯომის ცენტრალური პარკის შესასვლელიდან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაღი-ტბა-ცემის საავტომობილო გზის დასაწყისში და სრულდება სოფელ სადგერის ტერიტორიაზე. აღნიშნული მონაკვეთი საკურორტო ზონაში გადის და ამ გზაზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„პროექტის შესაბამისად განხორციელდება, გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, საგზაო სამოსის რეაბილიტაცია, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების (მილების, ტროტუარების...
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით ახალი მშენებლობებისთვის ადგილობრივი მოსაკრებლის გაზრდა იგეგმება. დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, ბეჟან წაქაძის, ირმა ზავრადაშვილის, რამინა (რიმა) ბერაძის, ნინო წილოსანის, ლევან მგალობლიშვილის და გოჩა ენუქიძის ინიციატივით და ავტორობით მომზადებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად ცვლილება შევა „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში და გარკვეული მშენებლობებისთვის მოსაკრებლის რაოდენობები გაიზრდება.
დღეს მოქმედი ნორმით, საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლისოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანებისინტენსივობის კოეფიციენტის...
დასუფთავების სერვისში მოსახლეობის მხრიდან გადასახდელი თანხა, საქართველოს მასშტაბით ყველაზე დაბალი რუსთავშია და სულზე 40 თეთერს შეადგენს, თუმცა, მოსახლეობის დიდი ნაწილი გადასახადს ფაქტობრივად არ იხდის. ინფორმაციას ინფო რუსთავის ავრცელებს.
რუსთავის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, ერთი თვის განმავლობაში დასუფთავების მოსაკრებლით რუსთავის ბიუჯეტში, დაახლოებით, 13 880,86 ლარი შედის. პოტენციური გადამხდელების რეალური რაოდენობის მიხედვით კი, ეს ციფრი თვეში, დაახლოებით, 3-ჯერ მეტი- 45 760 ლარი...
წინა სტატია
ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა სახელმწიფო აქტივი, რაც არსებობს ქვეყანაში, ჩართული უნდა იყოს ეკონომიკაში, ქმნიდეს პროდუქტს, სერვისებს, ახალ სამუშაო ადგილებს, ზრდიდეს ინვესტიციებს, ავითარებდეს ტექნოლოგიებს და ზოგადად, აქტიურად უნდა მონაწილეობდეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროცესებში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ენუქიძემ ქუთაისის საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად გამართულ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, მხოლოდ ქუთაისში და მის...
ნინო სუხიაშვილის ბლოგი
ვაშინგტონის შტატი ამერიკის შეერთებული შტატების უკიდურეს ჩრდილოეთში, კანადის საზღვართან, დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს და შტატების დედაქალაქთან მხოლოდ სახელი აქვს საზიარო. ჰუბერტ ჰამფრის მოკლევადიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად სიეტლის ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლისას შტატის დედაქალაქს, ოლიმპიას ვესტუმრეთ, გუბერნატორის ოფისი მოვინახულეთ და გადაწყვეტილების მიღების და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებსაც გავეცანით.
ვაშინგტონის შტატის საკანონმდებლო ორგანო ორპალატიანია...
საფორტეპიანო მუსიკის ფესტივალთან (Tbilisi Piano Fest) დაკავშირებით, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, ათონელისა და ორბელიანის ქუჩებზე სატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდება. შეზღუდვა 17 ივნისის 07:00 საათიდან 20 ივნისის 03:00 საათამდე იმოქმედებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება მშრალი ხიდის მიმართულებით, ათონელის ქუჩიდან იტალიის ქუჩის გავლით შეეძლებათ.
ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ამომსვლელი სატრანსპორტო საშუალებები ორბელიანის ქუჩამდე გადაადგილდებიან და შემდეგ, მტკვრის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის III მიკრორაიონის II კვარტალში, N32-33 კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია და სპორტული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, რეკრეაციული სივრცის მოწყობას, რომლის ფართობიც 5 800 კვ.მ-ია, გამგეობის დაფინანსებით, 589 096 ლარი მოხმარდება.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება, მაგიდის ჩოგბურთის სივრცე, კალათბურთის მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკი, ძაღლების სასეირნო სივრცე, გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და დასასვენებელი პავილიონი...
ქალაქ გორში ძველი ხიდის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის დასრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში იგეგმება. გორის მერიის ინფორმაციით, ხიდს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს და რეაბილიტაციის პროცესში მაქსიმალურად შეუნარჩუნდება მისი პირვანდელი ისტორიული სახე. მათივე ცნობით, პროექტირებაში ჩართული იყო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.
„ძველი ხიდი ერთ-ერთია იმ ობიექტებს შორის, რომლის რეაბილიტაციაც პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება გორში მდგრადი განვითარების“ ფარგლებში ევროკავშირისგან მოპოვებული გრატით ხორციელდება....
გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა "National Geographic Travel magazine" მსოფლიოს 100 საუკეთესო ქალაქის შესახებ სპეციალურ გზამკვლევს ამზადებს, სადაც თბილისი და საქართველოს ტურისტული ადგილები იქნება შეყვანილი. ამ მიზნით გამოცემის ჟურნალისტმა, ჯოზეფ რიჩარდ იოგერტმა საქართველოს დედაქალაქი უკვე დაათვალიერა და თბილისის ტურისტული ადგილები გადაიღო. ასევე, ჟურნალისტი იმყოფებოდა უფლისციხეშიც.
„თბილისი არის ევროპული ქალაქი, სხვადასხვა პერიოდის ძალიან ლამაზი არქიტექტურით, მათ შორის თანამედროვე სტილის. ძალიან მომეწონა ქართული კერძები,...
აჭარის უმაღლეს საბჭოში "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების განხილვის პროცედურები იწყება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს რიგით მე-3 სხდომაზე მიიღეს.
აჭარის უმაღლეს საბჭოს ცნობით, საკითხი ბიუროს უმაღლესი საბჭოს წევრმა, დავით გაბაიძემ წარუდგინა, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.
ამასთან, ბიუროს გადაწყვეტილებით, შეიცვალა „მინისტრის საათის“ განრიგი. 21 აპრილს კანონმდებლები ერთდროულად მოუსმენენ აჭარის სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებს.
ბიუროს...
სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველეზე, მოსახლეობის მოთხოვნისა და საჭიროებებიდან გამომდინარე, ლაშხეთის, ჩოლურისა და ცანა-ზესხოს თემს სრულყოფილად აღჭურვილი სასწრაფოს ჯგუფი მოემსახურება.
როგორც ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სასწრაფოს ჯგუფი სოფელ ჟახუნდერში იმორიგევებს და მოსახლეობისათვის მისამართზე უმოკლეს ვადაში მისვლას უზრუნველყოფს.
მათივე ცნობით, სასწრაფოს მორიგე ჯგუფი სოფელ ჟახუნდრის ამბულატორიის შენობაში განთავსდა.
,,ოპერატიულობის გაზრდის მიზნით, ლენტეხის მერიის ინიციატივით და...
ფოთში, ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და საავტომობილო გზა გადაკეტეს.
შეკრებილებმა სატვირთო მანქანების გადაადგილება გააპროტესტეს.
მათი განცხადებით, ტერიტორიაზე ტერმინალებია განთავსებული, რის გამოც ტრაილერები, ასევე სხვა სახის ავტოტრანსპორტი დღე-ღამის გამავლობაში მოძრაობს და მუდმივად ხმაურია.
მათივე თქმით, ქუჩაზე გადაადგილება საფრთხის შემცვლელია.
აქციის მონაწილეები, აღნიშნული გზის განტვირთვას, საგზაო ნიშნებისა და ვიდეო კამერების განთავსებას ითხოვენ.
,,ოთხე წელია ერთი და იგივე პრობლემა გვაქვს, მძიმეწონიანი მანქანების წრაფი გადაადგილება, მსუბუქი მანქანები...
20 ივნისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება. გადაწყვეტილება, ქვეყანაში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობამ მიიღო.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო რჩება სამედიცინო დაწესებულებებში, ხოლო ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იქნება.
„კოვიდთან დაკავშირებული ეპიდემიური სიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე,...
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, ერთობლივი პროექტის პრეზენტაციას - ქუთაისში საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად გამართავს.
ღონისძიება დღეს, 18:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება და ხელს შეუწყობს საკომუნიკაციო პროცესის დაწყებას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ჩართულ / დაინტერესებულ მხარეებს შორის პრივატიზაციისა და კერძო სექტორის ჩართულობის მხარდასაჭერად.
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინფორმაციით, ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება და მასში მონაწილეობას უცხოელი ინვესტორებიც მიიღებენ.
ღონისძიებას დაესწრებიან...
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ რუისის სპორტდარბაზის რეაბილიტაციისთვის 76 700 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
“პროექტი ითვალისწინებს არსებული ამორტიზებული ხის იატაკის და სცენის დემონტაჟს, ასევე ფანჯრების დემონტაჟს და შეცვლას, ასევე საშხაპის შემრევის და ელექტრო ჩამრთველის შეცვლას და ა.შ”, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ტენდერზე წინადადებების მიღება 30 ივნისს სრულდება. გამარჯვებულ კომპანიას, სამუშაოების დასასრულებლად, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 70 დღე მიეცემა.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































