ფოთში, ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და საავტომობილო გზა გადაკეტეს.
შეკრებილებმა სატვირთო მანქანების გადაადგილება გააპროტესტეს.
მათი განცხადებით, ტერიტორიაზე ტერმინალებია განთავსებული, რის გამოც ტრაილერები, ასევე სხვა სახის ავტოტრანსპორტი დღე-ღამის გამავლობაში მოძრაობს და მუდმივად ხმაურია.
მათივე თქმით, ქუჩაზე გადაადგილება საფრთხის შემცვლელია.
აქციის მონაწილეები, აღნიშნული გზის განტვირთვას, საგზაო ნიშნებისა და ვიდეო კამერების განთავსებას ითხოვენ.
,,ოთხე წელია ერთი და იგივე პრობლემა გვაქვს, მძიმეწონიანი მანქანების წრაფი გადაადგილება, მსუბუქი მანქანები ისევ გვივარდებიან სახლებში და პატრულმა ისევ ვერ აღმოფხვრა ეს პრობლემა.ადგილობრივ ხელისუფლებაში მოვითხოვეთ ვიღაცას პასუხი გაეცა, იმოტომ რომ ყოველთვის იცვლებიან და ჩვენი პრობლემა კი უცვლელია, არაფერი მოგვარებულა, ველოდებით , რომ ვინმე რამე პასუხს გვეტყვის. ახლა ამ ქუჩაზე გოგირდის საწყობსაც გვიხსნიან, არაფერი დარჩა უსაფრთხო, ჰაერი დააბინძურეს. ცემენტის ქარხანა ისევ აამუშავეს, არა და დაგვპირდნენ, რომ არ იქნებოდა.
ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო შემოვლითი გზის გაყვანა, მაგრამ ახლა ბეტონს აგებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ არ აპირებენ შემოვლითი გზის გაყვანას. ტრაილერებს ისევ ამატებენ და ისევ სწრაფი სიჩქარით დადიან. აქ ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, მაგრამ მგონი არ მუშაობს, რადგან არავინ დაჯარიმებულა”, -განაცხადა აქციის მონაწილე ანა ქავთარაძემ.
ადგილობრივ ხელისუფლებაში აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გაკეთებულა.