რუისის სპორტდარბაზის რეაბილიტაციისთვის ქარელის მერია 76 700 ლარს დახარჯავს

407

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ რუისის სპორტდარბაზის რეაბილიტაციისთვის 76 700 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

“პროექტი ითვალისწინებს არსებული ამორტიზებული ხის იატაკის და სცენის დემონტაჟს, ასევე ფანჯრების დემონტაჟს და შეცვლას, ასევე საშხაპის შემრევის და ელექტრო ჩამრთველის შეცვლას და ა.შ”, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ტენდერზე წინადადებების მიღება 30 ივნისს სრულდება. გამარჯვებულ კომპანიას, სამუშაოების დასასრულებლად, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 70 დღე მიეცემა.