მარნეულში 2000 გულშემატკივარზე გათვლილი UEFA II კატეგორიის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
მარნეულის მერიის ცნობით, პროექტს საქარველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 8.1 მილიონი ლარია.
„სტადიონის კომპლექსში მოეწყობა გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები, სპეციალური სივრცეები ტელერეპორტაჟებისთვის; დამონტაჟდება ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანების და სახანძრო სისტემები.
სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.
სტადიონის მშენებლობის...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მარნეული-თეთრიწყაროს საავტომობილო გზის 15 კმ-იანი მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი ერთმანეთთან აკავშირებს მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები.
"საგზაო მონაკვეთი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში მდებარეობს. სარეაბილიტაციო გზა გადის სოფელ წინწყაროში და უერთდება კოდა-ფარცხისის საავტომობილო გზას.
პროექტი ითვალისწინებს გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, საგზაო...
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია ოფიციალურად 9 ივნისს გამოცხადდა. უწყების ინფორმაციით, რეორგანიზაცია 3 ეტაპად განხორციელდება. მერიაში არ იციან შემცირდება თუ არა შტატების რაოდენობა რეორგანიზაციის შემდეგ.
"დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს რეორგანიზაციის პირველი - დაგეგმვის ეტაპი. შესაბამისად, არ არის დამტკიცებული ახალი საშტატო ნუსხა ან/და სამსახურების გაერთიანების გაყოფის/ლიკვიდაციის საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები; არ გაგვაჩნია ინფორმაცია კადრების რაოდენობის შემცირებისა და რეორგანიზაციის ფისკალური შედეგების შესახებ", – განმარტავს...
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილის დასახლებაში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ, ორ ჰექტარზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო.
ტერიტორიაზე დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების განახლება, საპარკე ინვენტარის განთავსება, გარე განათების სისტემის, საბავშვო მოედნების მოწყობა, ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და მოსასვენებელი პავილიონების მონტაჟი. ტერიტორია გამწვანდება - დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, დაითესება ბალახი და მოეწყობა სარწყავი სისტემა.
სამუშაოების ფარგლებში, მინი ფეხბურთის არსებულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება და...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ დიდ მუღანლოში სარწყავი ტუმბოს ელექტრომომარაგების მიზნით ტრანსფორმატორის შესყიდვისა და ძველი ტრანსფორმატორის დემონტაჟისა და ახალი ტრანსფორმატორის მონტაჟის მომსახურების შესყიდვისათვის ტენდერი გამოაცხადა.
შპს „მარნეულის სოფწყალის“ დირექტორის ნაბი აბდულაევის განცხადებით, მერიამ დიდ მუღანლოში არსებული ტუმბო მუნიციპალური კომპანიის ბალანსზე უკვე გადაიყვანა, თუმცა, მისი შეკეთება იყო საჭირო, რისთვისაც ტენდერი გამოცხადდა. ტენდერის ღირებულება 35 539 ლარის შეადგენს.
ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო...
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალებში დაკიდული ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს.
"ამ სეზონზე წვიმიანი ამინდებია, რის გამოც მდინარე მტკვარი ადიდდა. ამან გამოიწვია ხიდისთვის საყრდენი ბურჯის დაზიანება. პირველადი სამუშაოები ჩვენ თვითონ ჩავატარეთ, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ლევან გამრეკელის ხელმძღვანელობით. ადგილზე იყო ჩამოსული სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელიც და საქმის კურსში ჩავაყენეთ. საქმეს შეისწავლიან და უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ხალების ხიდის სრულ რეაბილიტაციას,"- განაცხადა...
ქარელის მუნიციპალიტეტის მერია სათვალთვალო კამერებს ყიდულობს, რისთვისაც უწყებამ ბიუჯეტიდან 130 338 ლარი გამოყო. უწყებამ კამერების შესყიდვის მიზნით, ტენდერი 22 ივნისს გამოაცხადა.
"პროექტის ფარგლებში პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების მიწოდება, წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე მონტაჟი და ტექნიკური დავალებიდან გამომდინარე ვიდეო ნაკადის შესაბამისი გამტარუნარიანობის მქონე ქსელით მიწოდება თბილისამდე – შსს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის მონაცემთა დამუშავების ცენტრი –...
კახეთში ტყისა და მინდვრების ხანძრების პრევენციის მიზნით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ მღებრიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრის ფარგლებში, ლაგოდეხისა და ყვარლის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას ტყის ხანძრებისთვის სპეციალიზებული სახანძრო-სამაშველო ავტომობილები გადაეცათ, რაც რეგიონის მასშტაბით, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ავტომობილები სამსახურმა იაპონიის მთავრობის გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების (GGP) პროგრამის ფარგლებში...
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში წყალსადენის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
დასრულებული პროექტი ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა პირველ მოადგილე გიორგი ნოდარიშვილთან, მოადგილე ლევან შერაზადიშვილსა და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად მოინახულა.
აღნიშნულ სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “ბილდკინგსი” ასრულებდა. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ გამწმენდ ნაგებობას, მოეწყო მონოლითური რკინა-ბეტონის კედელი და მდ. ბეღლორიდან გამწმენდ ნაგებობამდე წყალმიმღები...
საგარეჯოში რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო. სოფელ ხაშმში მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა, პირველ მოადგილე ემზარ კუჭუაშვილთან ერთად დაათვალიერა.
„ეს გახლავთ ადგილი, სადაც დიდმა მწერალმა ადრეული ბავშვობის უზრუნველი წლები გაატარა. პროზის აღიარებულმა ოსტატმა სოფელ ხაშმსა და თავის ყმაწვილკაცობის მოგონებებს არაერთი ნაწარმოები მიუძღვნა.
ჩვენ კი ჩვენი ვალი უნდა მოვიხადოთ ერისა და მომავლის წინაშე, რათა საამაყო მწერლის სახელი უკვდავყოთ და თაობებს ისტორიად...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლით პარლამენტში "სრულად შეშფოთებულია" და რომ გამოსვლა სავსე იყო ზიზღითა და სიძულვილის ენით. განცხადება მან საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
"ის, რაც ჩვენ ვნახეთ ორშაბათს, ნამდვილად იყო თავისუფალი გამოხატულება ჩვენი საზოგადოების და იყო ის, რასაც გადავეჩვიეთ და რასაც გვთხოვს ევროპა - იყო ერთიანობა. სამწუხაროდ, დღეს ვნახეთ მეორე სახე - მე ვარ სრულიად...
ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, კანდიდატობის სტატუსს იმსახურებდა, მაგრამ დაისაჯა. სამ ქვეყანას შორის ყველა ასპექტში წარმატებული იყო, თუმცა გვითხრეს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ის რეფორმები, რაც ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლებამ გაატარა წარმატებული იყო და მმართველი გუნდი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს.
„საქართველოს უნდა მიეღო კანდიდატობის სტატუსი. მე გისვამთ...
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. თორნიკე ჯანაშიას მოადგილედ გივი ელიავა დაინიშნა.
გივი ელიავა პროფესიით ინჟინერია. ბოლო დროს მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი იყო.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ ახალი მოადგილე თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.
ახალი სასწავლო წლისთვის ხაშურის პირველ საჯარო სკოლასთან საგზაო ინფრაქსტრუქტურა მოწესრიგებული იქნება, – ამის შესახებ ხაშურის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პაპიაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მისი თქმით, შესაბამისი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
“გამოცხადებული გვაქვს ტენდერი, რომელიც 13 ივნისს დასრულდა. მოხდება ხაშურის პირველ საჯარო სკოლასთან, როგორც ზებრა გადასასვლელის დახაზვა, ასევე დაყენდება შუქნიშანიც ,ეს ყველაფერი მოხდება და მოესწრება სასწავლო წლის დაწყებამდე”, – თქვა...
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე „ევროპელებს ემუდარებოდა", რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი არ მიეცათ.
როგორც პრემიერმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ასეთი ქმედებები არის მავნებლობა და ქვეყნის მტრობა.
„ბატონი დავით ბაქრაძე, კაცი, რომელიც პარლამენტის სპიკერი იყო და ამ სავარძელში იჯდა, პირადად დადიოდა და ევროპელებს ემუდარებოდა, რამენაირად ჩვენი მთავრობის დროს, „ქართული ოცნების“ პირობებში უვიზო რეჟიმი არ მიეცათ, დაესაჯათ საქართველო...
ირაკლი ღარიბაშვილმა ტრადიციულად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებებზე ისაუბრა. მისი აზრით რომ არა ის, ოპოზიცია "აქ გააკეთებდა მეორე მარიუპოლს და გაწირავდა ქვეყანას". ღარიბაშვილის აზრითვე, ივანიშვილმა ფული სხვა ქვეყანაში ნიჭით იშოვა და შემდეგ საქართველოში დახარჯა. პრემიერმინისტრმა ოპოზიციას განუმარტა, რას ნიშნავს სიტყვა ოლიგარქი:
"ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ თქვე საც...სასწაულია პირდაპირ ოლიგარქის განმარტება არის შემდეგი - ადამიანს, რომელსაც ლარი არ უშოვია საქართველოში, ლარი. კაცმა იშოვა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!















![ღარიბაშვილი: ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ თქვე საც… , კაცმა [ივანიშვილი] იშოვა თავისი ნიჭით სხვა ქვეყანაში, ჩამოიტანა, დახარჯა](https://droa.ge/wp-content/uploads/2021/02/ირაკლი-ღარიბაშვილი-696x385.jpg)






















