მარნეულში ცენტრალური სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს

373

მარნეულში 2000 გულშემატკივარზე გათვლილი UEFA II კატეგორიის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

მარნეულის მერიის ცნობით, პროექტს საქარველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 8.1 მილიონი ლარია.

„სტადიონის კომპლექსში მოეწყობა გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები, სპეციალური სივრცეები ტელერეპორტაჟებისთვის; დამონტაჟდება ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანების და სახანძრო სისტემები.

სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.

სტადიონის მშენებლობის პროცესი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი ციბაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა, მარნეულის მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა მოინახულეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.