ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში წყალსადენის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
დასრულებული პროექტი ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა პირველ მოადგილე გიორგი ნოდარიშვილთან, მოადგილე ლევან შერაზადიშვილსა და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად მოინახულა.
აღნიშნულ სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “ბილდკინგსი” ასრულებდა. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ გამწმენდ ნაგებობას, მოეწყო მონოლითური რკინა-ბეტონის კედელი და მდ. ბეღლორიდან გამწმენდ ნაგებობამდე წყალმიმღები ტრასის ლითონის კონსტრუქცია.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, სახელშეკრულებო თანხამ 163 952 ლარი შეადგინა.