მარტვილის მერს ახალი მოადგილე ჰყავს

1127

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. თორნიკე ჯანაშიას მოადგილედ გივი ელიავა დაინიშნა.

გივი ელიავა პროფესიით ინჟინერია. ბოლო დროს მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი იყო.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ ახალი მოადგილე თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.