დიდ მუღანლოში სარწყავი ტუმბოს ტრანსფორმატორის შესაძენად მერიამ 35 539 ლარის ტენდერი გამოაცხადა

486

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ დიდ მუღანლოში სარწყავი ტუმბოს ელექტრომომარაგების მიზნით ტრანსფორმატორის შესყიდვისა და ძველი ტრანსფორმატორის დემონტაჟისა და ახალი ტრანსფორმატორის მონტაჟის მომსახურების შესყიდვისათვის ტენდერი გამოაცხადა.

შპს „მარნეულის სოფწყალის“ დირექტორის ნაბი აბდულაევის განცხადებით, მერიამ დიდ მუღანლოში არსებული ტუმბო მუნიციპალური კომპანიის ბალანსზე უკვე გადაიყვანა, თუმცა, მისი შეკეთება იყო საჭირო, რისთვისაც ტენდერი გამოცხადდა. ტენდერის ღირებულება 35 539 ლარის შეადგენს.

ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 2 ივლისიდან 4 ივლისამდე პერიოდში შეეძლებათ. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 დღის ვადაში უნდა შეასრულოს.