ვარკეთილის დასახლებაში რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

377
ვარკეთილი, რეკრეაციული სივრცე

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილის დასახლებაში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ, ორ ჰექტარზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო.

ტერიტორიაზე დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების განახლება, საპარკე ინვენტარის განთავსება, გარე განათების სისტემის, საბავშვო მოედნების მოწყობა, ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და მოსასვენებელი პავილიონების მონტაჟი. ტერიტორია გამწვანდება – დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, დაითესება ბალახი და მოეწყობა სარწყავი სისტემა.

სამუშაოების ფარგლებში, მინი ფეხბურთის არსებულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება და დამატებით, კალათბურთის მოედანი მოეწყობა. პროექტის ღირებულება 2 000 000 შეადგენს.