ბათუმს 2500 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სასკოლო სივრცეები შეემატება, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 8,5 მლნ ლარით გაიზარდა. გრძელდება სტუდენტთა მხარდაჭერა, საგანმანათლებლო, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია.
„ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსება გაეზარდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. ბათუმისთვის და აჭარისთვის ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს სასკოლო სივრცეები. ვინაიდან, დემოგრაფია განაპირობებს მეტ მოთხოვნებს, ამიტომ ბათუმში...
2024-ში გადავკეტავთ და მხოლოდ ელექტრომობილებით ივლიან,- პრემიერმინისტრის ეკონომიკური მრჩეველი სოსო ტყემალაძე BMGTV-ის გადაცემა “რედაქტორის” ეთერში აბასთუმნის კურორტის განვითარების პროექტის შესახებ ისაუბრა.
მისი განმარტებით, რამდენიმე ახალი სასტუმრო 2023 წლიდან გაიხსნება, ხოლო მთლიანად განახლებული აბასთუმანი დამსვენებლებს 2024 წლიდან უმასპინძლებს.
სოსო ტყემალაძის თქმით, კურორტის განვითარებისთვის სახელმწიფო და კერძო ბიზნესი ჯამში 1.3 მილიარდ ლარს ხარჯავენ. როგორც ის აღნიშნავს, კურორტის განახლების იდეა ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.
“ჩამოვიდა...
წინა სტატია
"TV25"-ის მიერ ექსკლუზიურად გაშიფრულ ტროლებისა და ბოტების სქემას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ამის შესახებ TV25 წერს.
"ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაცია, ბსუ-ს თვითმმართველობის ჩატში რიჩარდ სირაბიძისა და ლიკა დიასამიძის მხრიდან სტუდენტებისთვის კონკრეტული დავალებების მიცემის ფაქტს გამოეხმაურა.
ლევან გორგილაძის თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ოპოზიციის გაშავებაში არიან ჩართულნი.
ოპოზიცია ბსუ-ს ადმინისტრაციასა და ბათუმის საკრებულოს წევრებს „ქართული ოცნებიდან“მოუწოდებს, რომ რეაგირება მოახდინონ...
1 ივლისიდან აჭარაში"უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამა" დაიწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
რა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლიათ მსურველებს პროგრამაში ჩართვა:
წყვილი ბოლო ორი წლის განმავლობაში რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარაში, მათგან ერთ-ერთი მაინც უნდა იყოს შშმ პირი ან ჰქონდეს 200 ათასამდე სარეიტინგო ქულა. ასევე, წყვილს მოეთხოვება კონკრეტული დოკუმენტების წარდგენაც, მათ შორის, ფორმა ასის.
დადებითი პასუხის შემთხვევაში დაფინანსება, შესაძლოა, იყოს...
26 ივნისს, მარნეულში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, პირველი ოფიციალური კომენტარი ხელისუფლების მხრიდან მედიასთან 17 საათში გაკეთდა. მუნიციპალიტეტის მერმა, კენენ ომაროვმა, განცხადება მხოლოდ ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა და გარდაცვლილთა ოჯახებს მომხდარის გამო მიუსამძიმრა. მარნეულის მოსახლობის კითხვებს პასუხი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშილმა და პარლამენტარმა, ზაურ დარგალმა გასცა. მარნეულის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მათი მოადგილეები და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,...
ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ბსუ-ს სტუდენტებს ოპოზიციის დისკრედიტაციას აიძულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
"TV25-მა სახელისუფლებო ტროლების სქემა გაშიფრა. აჭარიდან ოპოზიციის, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო სექტორის წევრების დისკრედიტაციის კამპანიაში ბსუ-ს სტუდენტები არიან ჩართულები. თვითმმართველობის წევრები ამავე გაერთიანების თავმჯდომარის, ლიკა დიასამიძისა და ბათუმის საკრებულოს დეპუტატის, რიჩარდ სირაბიძის მითითებებს ასრულებენ. სტუდენტებს შემდეგი სახის დავალება აქვთ: კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს დასცინიან, მათ წინააღმდეგ...
წინა სტატია
თბილისის მერიამ იმ კომპანიის თანამშრომლებისთვისა და კერძო პირებისთვის, რომლებსაც ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობა უწევთ, აბონემენტები გააკეთა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
რა ეღირება საათობრივი პარკირების აბონემენტები:
1 დღე 20 ლარი (გადახდის მომენტიდან 24-საათის განმავლობაში);
1 კვირა - 100 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 6 კალენდარული დღის განმავლობაში);
1 თვე - 300 ლარი (გადახდის მომენტიდან შემდეგი თვის შესაბამისი რიცხვის ჩათვლით);
6 თვე - 500...
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა თავისუფლების მოედანზე არსებული პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა დამატებით გამწვანებული სივრცეები და შეიცვლება არსებული გამწვანებული თარგების გეგმარება. ასევე, განახლდება საფეხმავლო ბილიკები, განთავსდება საპარკე ინვენტარი, მოეწყობა გარე განათების სისტემა და დამატებით დამონტაჟდება ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. თარგებში ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება: ტერიტორიაზე...
ფოთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები სხდომაზე "დეოლიგარქიზაცია" წარწერიანი მაისურებით მივიდნენ. საპასუხოდ, მმართველი გუნდის წევრებმა მათი 9-წლიანი რეჟიმის დროინდელი ძალადობრივი ფაქტების ამსახველი ფოტოები გამოფინეს, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
სხდომის დასასრულს ოპოზიციური პარტიის წევრებს განცხადების გაკეთება სურდათ, თუმცა, ამის უფლება არ მიეცათ და საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
„ქართულმა ოცნებამ“ თავისი წარუმატებლობა წარმოგვიჩინა როგორც წარმატება, ანუ რასაც...
ენმ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს. ოპოზიციას ბათუმის ყინულის სახლთან დაკავშირებით კითხვები აქვს. ოპონენტებს აინტერესებთ, რაში უხდის მთავრობა ფულს იმ კომპანიას, რომელმაც ხელშეკრებულებით განსაზღვრული ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ოპოზიცია ამბობს, რომ ყინულის სახლის ინფრასტრუქტურა რამდენიმე წლის წინ უნდა მოწესრიგებულიყო. „ნაცმოძრაობის“ განცხადებით, აჭარის მთავრობამ, ფული საქართველოს მთავრობისგან იმ მიზნით ისესხა, რომ კომპანია, „ვენსიკტორ ლიმითედ საქართველოს“ ფული შეუსრულებელი სამუშაოებისთვის გადაუხადოს.
აჭარის ფინანსთა და...
ბათუმში მგზავრობის საფასური მძღოლებმა თვითნებურად გაზარდეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ბათუმში მგზავრობა ოფიციალურად 50 თეთრი ღირს, თუმცა, მიკროავტობუსებში დიდი შრიფტით წერია, რომ მგზავრობის საფასური 70 თეთრია. ეს მძღოლების მიერ თვითნებურად გაზრდილ ტარიფია, რასაც ისინი საწვავის გაძვირებით ხსნიან.
ბათუმის მერია კი იმით რეაგირებს, რომ მუნიციპალური ინსპექცია დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ინდივიდუალურ ჯარიმებს წერს.
დეფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შესაძლოა, 1-10 ივლისს ე.წ გამშვები პუნქტები გაიხსნას. როგორც გამოცემა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს, ამის შესახებ ახალგორის რაიონის მოსახლეობას ინფორმაცია არაოფიციალურად აცნობეს.
როგორც ცნობილია, ე.წ გამშვები პუნქტები 2022 წლის 10-17 ივნისსაც გაიხსნა. ამ გადაწყვეტილებას დეფაქტო რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტის, ალან გაგლოევის პოლიტიკას უკავშირებენ.
ალან გაგლოევი მოსახლეობას, განსაკუთრებით, ახალგორელებს დაპირდა, რომ 2-წლიანი პაუზის შემდეგ, ეს პრობლემა მოგვარდებოდა....
აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 6,2 %-ით გაიზარდა და 482 მლნ ლარს აღემატება. 5, 570 000 ლარით გაიზრდა მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა და ჯამში 163 230 000 ლარი შეადგინა.
აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების შესახებ გააკეთა განცხადება,
"აჭარის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარდგენილი ბიუჯეტი. ჩვენ დაახლოებით ნახევარ მილიარდზე ავიყვანეთ რესპუბლიკური ბიუჯეტი, რაც პირველ რიგში...
დასრულა მუშაობა ბათუმის ბულვარის განაშენიანების და კონსერვაციის გეგმაზე, რაც ერთხელ და სამუდამოდ მომავალში გამორიცხავს ნებისმიერი სახის ჩარევას ბულვარის განვითარებაში, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარს მისი არსებობის ისტორიაში გენერალური გეგმა პირველად ექნება.
"უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტი საუკუნოვან ბაღს თავისი არსებობის მანძილზე პირველად ექნება. დოკუმენტი ემსახურება ისტორიულად ჩამოყალიბებული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნებას და აღდგენას მნიშვნელოვანი ჩარევებისა...
ქობულეთის მერიაში ექვს ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულები მერმა დღეს ოფიციალურად წარადგინა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
კონკურსით მუნიციპალიტეტში ზედამხედველობის და ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელები, შიდა აუდიტის სამსახურის განყოფილების უფროსი და ამავე განყოფილებაში უფროსი სპეციალისტები შეარჩიეს. მათგან მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ბოლქვაძე და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბეჟანიძე არიან ახალი კადრები, სხვები მერიაში უკვე მუშაობდნენ.
გიორგი ბეჟანიძე კერძო სექტორიდან მოვიდა და გიორგი...
ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წლის ორი კვარტლის პრივატიზაციის გეგმა 108%-ით შეასრულა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.
უწყების თანახმად, წლის პირველ ნახევარში პრივატიზაციის შედეგად მობილიზებულმა თანხამ 170,297,378 ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტში, გეგმით გათვალისწინებული 118,000,000 ლარის ნაცვლად, 127,558,754 ლარი გადაირიცხა, თვითმმართველობების ბიუჯეტში - 26,370,851 ლარი, ხოლო აჭარის მთავრობის ბიუჯეტში კი - 1,154,734 ლარი.
დაჩქარებული პრივატიზაციის პროგრამის ფარგლებში,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































