“TV25”-ის მიერ ექსკლუზიურად გაშიფრულ ტროლებისა და ბოტების სქემას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ამის შესახებ TV25 წერს.
“ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაცია, ბსუ-ს თვითმმართველობის ჩატში რიჩარდ სირაბიძისა და ლიკა დიასამიძის მხრიდან სტუდენტებისთვის კონკრეტული დავალებების მიცემის ფაქტს გამოეხმაურა.
ლევან გორგილაძის თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ოპოზიციის გაშავებაში არიან ჩართულნი.
ოპოზიცია ბსუ-ს ადმინისტრაციასა და ბათუმის საკრებულოს წევრებს „ქართული ოცნებიდან“მოუწოდებს, რომ რეაგირება მოახდინონ წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატის ქმედებაზე.