1 თვე – 300₾, 1 წელი – 800₾ – რა ეღირება საათობრივი პარკირების აბონემენტები

331

წინა სტატია

თბილისის მერიამ იმ კომპანიის თანამშრომლებისთვისა და კერძო პირებისთვის, რომლებსაც ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობა უწევთ, აბონემენტები გააკეთა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

რა ეღირება საათობრივი პარკირების აბონემენტები:

  • 1 დღე 20 ლარი (გადახდის მომენტიდან 24-საათის განმავლობაში);
  • 1 კვირა – 100 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 6 კალენდარული დღის განმავლობაში);
  • 1 თვე – 300 ლარი (გადახდის მომენტიდან შემდეგი თვის შესაბამისი რიცხვის ჩათვლით);
  • 6 თვე – 500 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 182 კალენდარული დღის განმავლობაში);
  • 1 წელი – 800 ლარი (გადახდის მომენტიდან შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე).

თბილისის მერიის ცნობით, აბონემენტების შეძენისთვის ლიმიტი დაწესებული არ არის და მისი შეძება კომპანიების გარდა ნებისმიერ პირს, მათ შორის, ფიზიკურ პირსაც შეუძლია.