ქობულეთის მერიაში ექვს ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულები მერმა დღეს ოფიციალურად წარადგინა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
კონკურსით მუნიციპალიტეტში ზედამხედველობის და ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელები, შიდა აუდიტის სამსახურის განყოფილების უფროსი და ამავე განყოფილებაში უფროსი სპეციალისტები შეარჩიეს. მათგან მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ბოლქვაძე და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბეჟანიძე არიან ახალი კადრები, სხვები მერიაში უკვე მუშაობდნენ.
გიორგი ბეჟანიძე კერძო სექტორიდან მოვიდა და გიორგი ბოლქვაძეს კი საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს.