ბათუმის ყინულის სახლის საქმე – “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს

325

ენმ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს. ოპოზიციას ბათუმის ყინულის სახლთან დაკავშირებით კითხვები აქვს. ოპონენტებს აინტერესებთ, რაში უხდის მთავრობა ფულს იმ კომპანიას, რომელმაც ხელშეკრებულებით განსაზღვრული ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

ოპოზიცია ამბობს, რომ ყინულის სახლის ინფრასტრუქტურა რამდენიმე წლის წინ უნდა მოწესრიგებულიყო. „ნაცმოძრაობის“ განცხადებით, აჭარის მთავრობამ, ფული საქართველოს მთავრობისგან იმ მიზნით ისესხა, რომ კომპანია, „ვენსიკტორ ლიმითედ საქართველოს“ ფული შეუსრულებელი სამუშაოებისთვის გადაუხადოს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კი, ამბობენ, რომ კონკურსის წესით, უკვე გამოვლენილია კომპანია “ბი დაბლიუ ეს”, რომელიც პროექტირების დოკუმენტზე მუშაობს.