1 ივლისიდან აჭარაში”უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამა” დაიწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
რა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლიათ მსურველებს პროგრამაში ჩართვა:
- წყვილი ბოლო ორი წლის განმავლობაში რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარაში, მათგან ერთ-ერთი მაინც უნდა იყოს შშმ პირი ან ჰქონდეს 200 ათასამდე სარეიტინგო ქულა. ასევე, წყვილს მოეთხოვება კონკრეტული დოკუმენტების წარდგენაც, მათ შორის, ფორმა ასის.
დადებითი პასუხის შემთხვევაში დაფინანსება, შესაძლოა, იყოს სრული 100%-ით, ან 80 პროცენტიანი.
განაცხადების მიღება 4 ივლისს დაიწყება და რიგითობის მიხედვით განიხილავენ.
“გავზარდეთ დაფინანსება ბავშვთა რეაბილიტაციის მიმართულებით, ასევე გავითვალისწინეთ მოქალაქეების თხოვნა და დღეს უკვე წარმოდგენილია კრიტერიუმები უშვილობის დიაგნოსტიკის და რეაბილიტაციის მიმართულებით. წელს მხოლოდ, ამ მიმართულებით ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
მსურს მადლობა გადავუხადო გუნდს, რომლებმაც შეძლო ,,ოცნების ქალაქის” ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოციალური გამოწვევის დაგეგმილი ვადებით, დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით განვითარება. უკვე დამტკიცებულია დანაწილების კრიტერიუმები პირველ ფაზასთან დაკავშირებით, ასევე ბიუჯეტში გაზრდილია დაფინანსება მე-2 ფაზის მიმართულებით. ჩვენ, როგორც დავპირდით იქ მცხოვრებ ოჯახებს, განსაკუთრებით პატარებს, ეს საქმეც ბოლომდე იქნება მიყვანილი“ – განაცხადაა აჭარის მთვრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.