წინა სტატია როდესაც 300 ევროპარლამენტარი აბსურდულ რეზოლუციას აწერს ხელს, საერთო სურათი და მიზანი დღესავით ნათელია - საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრების - სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. დეპუტატების განცხადებით, სრულიად უპრეცედენტო 6-თვიანი ვადაც...
შემდეგი სტატია კანდიდატის თემა იყო ერთგვარი „სათაგური“, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს - კიდევ ერთხელ უნდა ხელი მოგვაწერინონ პოლიტიკურ შეთანხმებაზე, რომლის საფუძველზეც ორი დამნაშავე ციხიდან უნდა გამოვიდეს და ბიძინა ივანიშვილი ქვეყნიდან წავიდეს, - ამის შესახებ "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. ამასთან, როგორც დეპუტატები აცხადებენ, ბაკურიანში ოპოზიციის შეკრებაზე რევოლუციისთვის ორი ალტერნატიული სცენარი იყო...
ზუგდიდის საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი ბიგვავა დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ის თავად ადასტურებს. ბიგვავას თქმით, მან უკვე მიმართა წარმომადგენლობით ორგანოს მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს. "დროებით მიწევს ქვეყნიდან გასვლა და უპასუხისმგებლობაში რომ არ ჩამეთვალოს, იძულებული გავხდი მიმეღო ეს გადაწყვეტილება", - გვითხრა გიორგი ბიგვავამ. მას უფლებამოსილება საკრებულოს უახლოეს სხდომაზე შეუწყდება. პარტიის პროპორციული სიით, საკრებულოში ბიგვავას,...
მიუსაფარ ცხოველების შესახებ გორის საკრებულოში პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა 14 რეკომენდაცია შეიმუშავეს, რომლის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიუაფარ ცხოველების პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება. რეკომენდაციები შემუშავებულია, როგორც საკრებულოს წევრების, ასევე, კინოლოგებისა და ცხოველთა დამცველების მიერ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. საკრებულოს წევრები საკრებულოს თავმჯდომარეს დავით რაზმაძეს მიმართავენ, რომ ერთობლივად განიხილონ და შექმნან საკრებულოში სამუშაო ჯგუფი პრობლემის ეფექტურად და კორდინირებულად მოსაგვარებლად. ასევე, შევიდეს ცვლილელები...
ქუთაისის მერიამ ევროკავშირის დაფინანსებით, 10 ახალი მიკროავტობუსი ჩამოიყვანა, რომლებიც რამდენიმე უბანში გადანაწილდება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენა ადგილობრივმა თვითმმართველობამ საზეიმოდ აღნიშნა. პრეზენტაცია სატრანსპორტო კომპანიის ეზოში შედგა. ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი მოადგილეებთან, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე მოადგილესთან  და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ასევე, მოადგილესთან...
სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, პროფკავშირებთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციასთან, ხელფასების 100%-ით ზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე ორ თვიანმა მოლაპარაკებებმა კონკრეტული შედეგი ვერ გამოიღო. სასწრაფოში დასაქმებულები მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. "იყო ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრები. ჩაითვალა და გამოსვლებიც იყო თითქოს, ჩვენ მოლაპარაკებაზე წავედით და ისინიც მოლაპარაკებაზე წამოვიდნენ, მაგრამ 3- კვირიანი პაუზა იყო იმისა, რომ არაფერი გაკეთებულიყო....
ქვახვრელში ჩოგბურთისა და კალათბურთის მოედნები მოეწყობა. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სამუშაოების შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც 64 140 ლარი გაითვალისიწინა. სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა შეასრულოს.
შუახევის მერიამ იალაღებზე მგზავრთა გადასაყვანად უფასო ტრანსპორტი წელსაც დანიშნა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი პირველი ივლისიდან ორი თვის განმავლობაში მოემსახურება მოქალაქეებს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე უკვე შედგა. შპს "საქართველო 777“ მოსახლეობას კატრიანის, ძელგორის, ყავრიანის, ჩირუხის, ღომას, თაგინურის, ჯანჯღნარის, მერიაყელის, შედრეკილის, თეთრობის მთებში გაუწევს მომსახურებას. ტენდერის ღირებულება 33 900 ლარია.
ხულოში მონაწილეობითი ბიუჯეტის საჯარო პრეზენტაცია გაიმართა. თვითმმართველობაში 11 იდეა დარეგისტრირდა და მეორე ეტაპზე 6 გადავიდა. პროექტები სპეციალურმა საბჭომ განიხილა და გადაარჩია. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. მონაწილეობითი ბიუჯეტით მოქალაქეებს, ძირითადად, დაბაში ინფრასტრუქტურის მოწყობა სურთ. წელს თვითმმართველობა პროექტებს შეიძენს, მომავალ წელს კი მათ უშუალოდ განახორციელებს. გამარჯვებულ პროექტს მოსახლეობა ივლისის ბოლოს არჩევნებით გამოავლენს. მონაწილეობით ბიუჯეტში მხოლოდ დაბა ხულოა გათვალისწინებული და მისი ბიუჯეტი 60 ათას ლარს...
2013-2022 წლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეძენილი ავტომობილების, ავტოპარკის შენახვისა და საწვავზე, ბიჯეტიდან დახარჯულმა თანხამ 2 119 855 ლარი შეადგინა. 2021 წელს, აუდიტის სამსახური მერიას საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვისკენ მოუწოდებდა. მიუხედავად ამისა, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტმა ოთხი მანქანა შეიძინა.  ახალციხის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი ამბობს, რომ ახალ მანქანებს იმიტომ ყიდულობენ, რომ ძველები ამორტიზებული და ხარჯიანია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის...
ზუგდიდში "ქართული ოცნების" საჯარო მოხელეები თანამდებობებს ტოვებენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. არხის ცნობით, მიზეზი, სავარაუდოდ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ნარკოტიკულ თრობაზე მიღებული დადებითი პასუხია. შემოწმების შედეგად, რომელიც 1 თვის ინტერვალში საჯარო მოხელეებს ჩაუტარდათ, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება 10 სოფლის რწმუნებულსა და ზუგდიდის ა(ა)იპ -ის თანამშრომლებს დაუდასტურდათ. ზუგდიდის მერი "მთავარ არხთან" ამ ინფორმაციას უარყოფს. "დაახლოებით 12-მდე რწმუნებულია გათავისუფლებული. ეს პიროვნებები გახლდათ მერის წარმომადგენლები, რომლებიც...
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, გლდანულაში, N7 – 7ა საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. „აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით, 1 800 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი. მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემა. ასევე, სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც. პროექტის...
ქარელის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში 184 000 ლარის საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, – ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ქარელის მერის მოადგილემ, ნათია მაწონაძემ საკრებულოს სხდომაზე მიაწოდა. მისი თქმით, 11 სოფლის საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერი უკვე გამოცხადებულია. “სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობას ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ჰქონდათ მოთხოვნაში. ამიტომ იგეგმება გზების მოხრეშვა, მოშანდაკება და მოპირკეთება”, – თქვა მაწონაძემ. ინფრასტრუქუტურის მოწესრიგება შემდეგ სოფლებში იგეგმება: ოქროსსოფელი; ​აგარა; დირბი; ძლევიჯვარი; ქვენატკოცა;...
წინა სტატია ძალიან სუსტი საქმის აკინძვის უსახური მცდელობაა, არაფერი არ აქვს საერთო სისხლის სამართალთან, - ასე ეხმაურება რუსთავის საკრებულოს დეპუტატი, ვაჟა მორგოშია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს. "რამდენი მცდელობაც არ უნდა გქონდეთ, მოსყიდვის, დაშინების და აბსურდული ბრალდებების წაყენების მაინც ვერ დაშლით იმ ოპოზიციურ ერთობას რუსთავში, რა მოცემულობაც დღეს გვაქვს რაც შეეხება ბრალს დასაწყისშივე გეტყვით, რომ ძალიან სუსტი საქმის აკინძვის უსახური...
შემდეგი სტატია მთავარმა პროკურატურამ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს, ენმ-ის წვერ ვაჟა მორგოშიას, ცემის მუხლით ბრალი წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძებით დადგინდა, რომ 2022 წლის 12 ივნისს რუსთავში ვაჟა მორგოშიამ ორ პირთან ერთად, ზ.ვ-სთან წარსულში არსებული უთანხმოების გამო, მას სცემა. მორგოშიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) წარედგინა. საქართველოს პროკურატურა...
"ქართული ოცნების" რამდენიმე ლიდერმა და პარლამენტის წევრებმა - სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია დატოვეს. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, სამივე მათგანი, გარდა პარტიის დატოვებისა, ტოვებს საპარლამენტო ფრაქციას და თანამდებობებსაც, თუმცა, პარლამენტის წევრებად რჩებიან. "ამის მიზეზი გახდა ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე, რასთან დაკავშირებითაც პარტიაში წინა დღეებშიც მიდიოდა დისკუსია - დოზირება ინფორმაციისა, რაც პოლიტიკურ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ