გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, გლდანულაში, N7 – 7ა საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით, 1 800 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი. მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემა. ასევე, სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.
პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით, 330 000 ლარი არის გათვალისწინებული“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.